in

„ბორჯომმა“ გუდაურში BBQ ღონისძიება გამართა

25 თებერვალს, გუდაურში გაიმართა ბორჯომის BBQ  ღონისძიება. იმის გამო, რომ ბრენდის ერთ-ერთი მიმართულება ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული კულტურის განვითარებაა რეგიონში, კამპანიაც სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა. „კამპანიის ამოცანა იყო, ბრენდის ქომაგებს საინტერესოდ გაეტარებინათ დღე. მიზანი კი იყო ის, რომ თითოეული სტუმრისთვის გვეჩვენებინა, როგორ უნდა ისიამოვნო ცხოვრებით „ბორჯომთან“ ერთად“ – მარკეტერი ესაუბრა „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერ გვანცა ჩლაიძეს. 

bog
bog-mob

M: მოგვიყებით ღონისძიების შესახებ…
კომპანიამ, IDS ბორჯომი საქართველო, სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო კურორტის სტუმრებს. დამსვენებლებმა დააგემოვნეს  საკუთარი გემოვნებით აწყობილი ბურგერები და მიირთვეს თეთრი ღვინის გლინტვეინი. წვეულების შეფ-მზარეული გიორგი იოსავა იყო, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ახალგაზრდა არტისტმა, დიმიტრი შუბითიძემ, იზრუნა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/borjomi/videos/1234749003260938/” width=”720″ height=”480″ onlyvideo=”1″]

M: რომელმა სააგენტომ იმუშავა ვიდეორგოლზე?
ვიდეორგოლზე იმუშავა პროფესიონალმა გივი მაღრაძემ. რაც შეეხება მთლიანად ღონისძიების მენეჯმენტს, ამაში სააგენტო „ბეთერფლაი“ დაგვეხმარა.

M: ამ კამპანიის შემდეგ რას უნდა ველოდოთ „ბორჯომისგან“ ?
წლის განმავლობაში, „ბორჯომის“ სახელით გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის იქნება ამ ფორმატის ღონისძიებებიც.

ცხენები ფოტოხელოვანის ობიექტივში, მათი ყველაზე უჩვეულო რაკურსით

Helios Energy Georgia და ენერგიის ალტერნატიული წყაროები საქართველოში