დაახლოებით ერთი თვის წინ, ფეისბუქის ბევრმა მომხმარებელმა პროფილის ფოტო შეცვალა სტატუსით „ბუნების გულშემატკივარი“. შემდეგ გაირკვა, რომ ამ ჟესტით ისინი ვირტუალურად გახდნენ გარემოს დაცვითი აქციის მონაწილეები, რომლის ფარგლებშიც, 26 აპრილს, ბორჯომში მუხის, ნეკერჩხლისა და ფიჭვის 1000 ნერგი დაირგო.
თუმცა ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო…
„იქიდან გამომდინარე, რომ გამოწვევა საკმაოდ რთული იყო და ჩვენს ძირითად მიზანს ტყის აღდგენით ღონისძიებაში საზოგადოების აქტიური ჩართვა წარმოადგენდა, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ კონცეფციაზე. გვინდოდა ჩაგვეტარებინა ნამდვილი ოპერაცია, სახელიც აქედან წამოვიდა – „ოპერაციაO2“. პირველ რიგში, აუცილებელი იყო მთელი საქართველოდან ბუნების გულშემატკივრების იდენტიფიცირება. მოწვევის ფორმასაც დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ, რომ ადრესატისთვის, ამა თუ იმ რეგიონიდან, ბორჯომში ჩამოსვლის მოტივაცია აემაღლებინა. ამიტომ, ყველაზე მართებული მათთვის ნერგის გაგზავნა იყო“ – თინათინ სამყურაშვილი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას კონსულტანტი.

„აღნიშნული კამპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით „ბორჯომიგულშემატკივარი“ განხორციელდა, რომელიც სამი ძირითადი ხაზით ვითარდება – გარემოს დაცვა, განათლება და სპორტი. ბორჯომის ტყეების განახლების მიზნით, უკვე ბევრი წელია ვახორციელებთ ნერგების დარგვის აქციებს. ჩვენი მიზანია, ყველამ ერთად ვაკეთოთ ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მომავალ თაობებს შემოუნახავს ჯანსაღ გარემოს“ – ნიცა ჩოლოყაშვილი, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/CSRBorjomi/videos/1126728650805802/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]
აქციას „ოპერაციაO2“ ადგილზე 300-მეტი მოხალისე შეუერთდა, ფეისბუქზე ამავე რაოდენობის ადამიანმა შეცვალა პროფილის ფოტო და გამოხატა მხარდაჭერა ბუნების დაცვისა და მწვანე საფარის არსებობისათვის; 500-ზე მეტ ადამიანს კი გაეგზავნა სერტიფიკატი, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ბორჯომპლატოზე უკვე დარგულია მისი სახელობის ნერგი.














