in

ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტი უწყვეტად გრძელდება

კამპანია #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში,  ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, კავკასიური ფიჭვის 2000 ნერგი დაირგო

ჩვენ არა მარტო ბუნების სიყვარული, არამედ ბორჯომის აღდგენილი ტყეც გვაერთიანებს,“ – ამ სიტყვებით „IDS ბორჯომი საქართველომ“ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც 2012 წლიდან დღემდე, ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტში მონაწილეობდა.  #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ეგიდით, კომპანიამ დღემდე, ბორჯომის პლატოზე 3,5 ჰექტარი მიწის ფართობი აღადგინა და 15 000-ზე მეტი ნერგი დარგო. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც გულისხმობს. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების წევრების აქტიურად ჩართვა. ყოველწლიურად, აღდგენილ ფართობთან და ნერგებთან ერთად, ბუნების გულშემატკივრების რიცხვიც იზრდებოდა. მიუხედავად COVID-19-ის პანდემიისა, კომპანიამ ტრადიცია არ დაარღვია და წელს პლატოს ტერიტორიას კავკასიური ფიჭვის 2 000 ნერგი შემატა.

ტყის საფარის აღდგენა თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა. ჩვენ, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს, ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში და მომავალ თაობას ჯანსაღი გარემო დავუტოვოთ. პანდემიის გამო, წლევანდელმა დარგვის პროცესმა არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრების გარეშე ჩაირა, თუმცა, რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ უწყვეტად გაგვეგრძელებინა ტრადიცია და ჩვენი მეგობრების სახელით ბორჯომში ტყის საფარის აღდგენა-განახლებაზე კვლავ გვეზრუნა. მინდა, მადლობა გადავუხადო ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ხეების დარგვის პროცესში“, – აღნიშნა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ლევან ბაღდავაძემ.

პროექტში, წლებია, აქტიურადაა ჩართული ეროვნული სატყეო სააგენტო. სწორედ მათთან თანამშრომლობით იგეგმება წელიწადში ორჯერ – შემოდგომასა და გაზაფხულზე ხეების დარგვის ღონისძიება, რომელიც ნამდვილი დღესასწაულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიის გაუმჯობესებასა და ტყის საფარის აღდგენაში. წელს, საშემოდგომო დარგვის დროს, ბუნების გულშემატკივრების სახელით, კავკასიური ფიჭვის ნერგები სწორედ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანაშრომლებმა დარგეს.

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა ტყის აღდგენის პროცესში. კომპანია „ბორჯომი“ უკვე ბევრი წელია, ახორციელებს საშემოდგომო და საგაზაფხულო დარგვის სამუშაოებს ბორჯომში, ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე და ყოველ სეზონზე ტყეს საშუალოდ 3000-მდე წიწვოვან ნერგს ჩუქნის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დარგვის ღონისძიებებთან ერთად, „ბორჯომი“ უზრუნველყოფს ნერგების მოვლას 5 წლის განმავლობაში, რაც აუცილებელი პერიოდია მათი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა.

#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი პროექტის ფარგლებში, ბორჯომის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ვებგვერდს – www.csr.borjomi.com  რუკა დაემატა, რომელიც ბორჯომის პლატოზე ვირტუალურად მოგზაურობის საშუალებას იძლევა. ყველა გულშემატკივარს, ვისაც 2012 წლიდან დღემდე მონაწილეობა მიუღია ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტში, ვებგვერდზე – იპოვე შენი ხე ღილაკის საშუალებით, შეუძლია, ბორჯომის პლატოს ვირტუალურ გარემოში, საკუთარი სახელის მოძიება და დარგული ნერგის ნახვა. ამ პლატფორმის საშუალებით, „ბორჯომი“ მადლობას უხდის ბუნების გულშემატკივრებს პროექტში ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისთვის.

ვიდრე ერთმანეთს პლატოს ტერიტორიაზე აღდგენილ ტყეში შევხვდებით და ჩვენ მიერ დარგულ ნერგებს ვნახავთ, მანამდე – გადადით ბმულზე, იპოვეთ თქვენი ხე და გაუზიარეთ მეგობრებს ის ტიტული, რომელიც „IDS ბორჯომი საქართველომ“ იმ ადამიანებს მიანიჭა, ვინც თუნდაც ერთი ნერგი დარგო პლატოს ტერიტორიაზე.

ნამდვილად საამაყოა, თქვენ #ბუნებისგულშემატკივარი ხართ!

[პარტნიორის კონტენტი]

„საქართველოს ბანკი“ The Banker-მა, საქართველოში, წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

საახალწლო საჩუქრის სახალისო იდეები, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანებს ბედნიერებას მიანიჭებს