in

„ბორჯომი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდამჭერი გახდა!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია „IDS ბორჯომი თბილისს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“, 2020 წლის ბოლომდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი გახდა.

BOG
BOG

მემორანდუმს ხელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და კომპანია „IDS ბორჯომი თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ, სასტუმრო „სტამბაში“, მოაწერეს, შემდეგ კი, მედიისთვის კომენტარები გააკეთეს:

„ჩვენ, როგორც კომპანია, რომელიც საზოგადოებას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და აუცილებელ პროდუქტს, წყალს ვთავაზობთ, აქტიურად ვუწევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაციას. ასევე, გამოვირჩევით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით – სწორედ ამიტომ, „ბორჯომი” ყოველთვის იყო ქართული სპორტის და მათ შორის, ფეხბურთის გულშემატკივარი. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია ჩვენი კომპანიისთვის,„ბორჯომის“ ბრენდს 130 წლის იუბილე აქვს და მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან საიუბილეო წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდამჭერებიც გავხდით. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს“, – ამბობს კომპანია „IDS ბორჯომი თბილისის“ გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ამბობს, რომ კომპანია „ბორჯომთან“ პარტნიორობა, ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია:

„მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, არაერთი ღონისძიება იმართება. გარდა ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე წლის გათამაშებისა, წინ გველის როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი ნაკრებების მატჩები. მიხარია, რომ ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში, დიდი ტრადიციების მქონე კომპანია ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი გახდა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი საიუბილეო წელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის, „ბორჯომი“ კი 130 წლის იუბილეს აღნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ამ საიუბილეო წელს, ერთად აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას“.

 

[R]

„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩის გიგა ჭიკაძის ახალი ბრძოლა დაანონსებულია

როგორია ეფექტიანი მენტორშიპი?