დღეიდან, კომპანია „IDS ბორჯომის“ „ონლაინ“ გაყიდვების პლატფორმა – mywatershop.ge ამოქმედდა, სადაც ქართული მინერალური წყლების – „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ სახლიდან გაუსვლელად შეძენაა შესაძლებელი. პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა „ონლაინ“ გაყიდვების ხელშეწყობა, რაც პროდუქციის უსაფრთხოდ და მარტივად შეძენის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამიტომ, „IDS ბორჯომმა“ გადაწყვიტა, ეს მიმართულება კიდევ უფრო გაააქტიუროს. კომპანიის ახალი პლატფორმა დამატებითი რესურსი იქნება „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ „ონლაინ“ შესაძენად.
პროდუქციის მიწოდებას, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, კომპანია „IDS ბორჯომი“ უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე, „ონლაინ“ გაყიდვები მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოხდება, თუმცა, უახლოეს მომავალში მიწოდების არეალის გაფართოება იგეგმება.
„ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. პანდემიამ, ბიზნესისა თუ მოქალაქეებისთვის, განსხვავებული წესები და რეგულაციები დაადგინა. ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ცხადია, ზედმიწევნით ვიცავთ ყველა არსებულ რეკომენდაციას, რომელიც პროდუქციის უსაფრთხოდ წარმოებას და მიწოდებას უზრუნველყოფს. მოგეხსენებათ, ვაწარმოებთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს – წყალს და სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გავუმარტივოთ მომხმარებელს მისი შეძენა, სახლიდან გაუსვლელად, საბაზრო ფასად,“ – ამბობს გოგა ერაძე, კომპანია „IDS ბორჯომი თბილისის“ დირექტორი.
„IDS ბორჯომის“ ახალ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, საჭიროა, მიჰყვეთ მითითებებს და მონიშნოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია, რომელსაც მოთხოვნილ მისამართზე მიიღებთ.
მინიმალური შეკვეთის შეძენის შემთხვევაში, თქვენთვის სასურველ მისამართზე, პროდუქციას სრულიად უფასოდ მიიღებთ. mywatershop.ge, სხვადასხვა აქციას და სპეციალურ შეთავაზებებს, მომხმარებელს ხშირად შესთავაზებს.
[R]