12
Dec
2018

ქართულ ბაზარზე საახალწლო “ბორჯომი” გამოჩნდა

12 Dec 2018

„დღესასწაული იმისთვის, რომ #იბორჯომო“ – ეს  მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ ახალი გზავნილია. უკრაინული ბაზრის შემდეგ, საახალწლო შეფუთვა ქართულ ბაზარზეც გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ საახალწლო კამპანიის ფარგლებში, ბრენდმა შეფუთვის ლიმიტირებული სერია, სადღესასწაულო განწყობის მომტანი ვიდეორგოლები და ნაირფერი ვიზუალური სიუჟეტები გამოუშვა. ეს ყველაფერი კი გააერთიანა ერთი სიტყვის ქვეშ –  #იბორჯომე.

 

„ჩვენ ვეცადეთ, მომხმარებლისთვის შეგვექმნა დღესასწაულის ატმოსფერო – რადგან სწორედ ახალი წელია ზუსტი დრო იმისათვის, რომ  #იბორჯომო“. ახალი შეფუთვის სიჭრელე, პოზიტიური ვიდეორგოლები და თავად „ბორჯომი“, რომელიც უკვე დიდი ხანია დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, თითოეულ თქვენგანს განაწყობს ნამდვილი მხიარულებისთვის, იმისთვის, რომ ბოლომდე ვიგრძნოთ ახალი წლის ჯადოსნური მუხტი“ – აცხადებენ კომპანიაში.

განხილვა