27
Dec
2017

როგორ აფასებენ „ბორჯომის“ საახალწლო ბრენდინგს ქართველი გრაფიკული დიზაინერები

27 Dec 2017

საახალწლოდ ვიზუალური იდენტობის შეცვლა, სადღესასწაულო განწყობას მორგება თუ მისი შექმნა მრავალი საერთაშორისო ბრენდის ტრადიციააა. წელს მათ რიცხვს „ბორჯომი“ მიემატა და საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით, განსხვავებულად შეიფუთა. გრაფიკულ დიზაინსა და ბრენდინგში გამოცდილ სამ პროფესიონალს – მარიამ საშას, ბუბა რადიანსა და ია დარახველიძეს ვთხოვეთ, შეეფასებინათ ბორჯომის ქართული ტიხრული მინანქრით შთაგონებული ბრენდინგი:


„ჩვენს ეპოქაში საშობაო-საახალწლო განწყობას ყველაზე ინტენსიურად ბრენდები ქმნიან. თუ შორიდან შევხედავთ და გავიხსენებთ, რეკლამასა და შეფუთვებში ჩვენი მოგონებებია აკუმულირებული. ახალი წელი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე საყოველთაო დღესასწაულია, რომელსაც განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღვნიშნავთ. კომპანიებს საშუალება აქვთ, საერთო განწყობაში თავისი წვლილი შეიტანონ, დააფიქსირონ როგორც ბრენდის, ასევე, ეროვნული იდენტობა, დროსთან ვიზუალურ ინტერაქციაში შევიდნენ. ეს ამ საუკუნის კულტურის განუყოფელი ნაწილია. ძალიან სასიამოვნოა, რომ წელს ამ პროცესში ბორჯომი განსხვავებული დიზაინით ერთვება. ახალი, საახალწლო შეფუთვა პასუხობს გრაფიკული დიზაინის ტრენდებს და ამავდროულად, უჭირავს უნიკალური, ნაციონალური ხაზი ტიხრული მინანქრის კონცეფციით, რომელსაც  იმდენად ზღაპრული იერსახე აქვს, ძნელია გულგრილად შეხედო და მისი განწყობა არ გადმოგედოს“, – მარიამ საშა, HOLMES&WATSON-ის გრაფიკული დიზაინერი. 


„ბორჯომი, როგორც სუფთა ქართული პროდუქტი-ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად წარმოადგენს დღესასწაულის და ქართული სუფრის განუყოფელ ნაწილს. საახალწლოდ გამოშვებული, ლამაზ ფერებში გადაწყვეტილი ლიმიტირებული შეფუთვა კი აუცილებლად მიიქცევს დამატებით ყურადღებას და ვფიქრობ, დადებითი შეფასება მოყვება მომხმარებელთა მხრიდან. ახალი წლის პერიოდში, ბევრი კომპანია ცდილობს შემოგვთავაზოს საკუთარი პროდუქცია განსხვავებულ შეფუთვაში, რაც მომხმარებლისთვის დამატებითი მოტივაციაა, ამ პროდუქციის შესაძენად და სასიამოვნოა, რომ მათ რიგებს ბორჯომიც შეუერთდა. კონცეფცია, რაც ჩაიდო ამ შეფუთვაზე მუშაობის დროს-სუფთა ქართული ტიხრული მინანქარი და მისი ფერები-ძალიან ორგანულად ჩაჯდა ბორჯომის ბრენდში და ნამდვილად სადღესასწაულო წინასაახალწლო განწყობას ქმნის ნებისმიერ მყიდველში. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ამდენწლიანი არსებობისა, კომპანია „ბორჯომი” არ შეუშინდა სიახლეების შემოტანას საკუთარ დიზაინში და შეიქმნა ძალიან ლამაზი, სადღესასწაულო, განსხვავებული შეფუთვა ქართულ ბაზარზე“, – ია დარახველიძე, კომპანია BRID-ის დირექტორი.


„ეტიკეტის დიზაინი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თითონ ბორჯომის (სითხის) გემო. მასში თანაბრად არის გადანაწილებული მისი ვულკანური წარმოშობის ხასიათი, მისი მდიდარი გემო, მისი სიმსუბუქე და სადღესასწაულო განწყობა. დაბალანსებული ფერები და დიზაინში გამოყენებული ელემენტები მას სადღესასწაულო სუფრის დამამშვენებელ ნაწილად აქცევს. ეს არის კარგი დიზაინის კარგი მაგალითი“, – ბუბა რადიანი, სააგენტო Kollektiv-ის დამფუძნებელი.

განხილვა