თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, როგორ მიულოცოთ ახალი წელი მეგობრებსა თუ ახლობლებს, მაშინ შეგიძლიათ, „ბორჯომის“ საახალწლო კამპანიაში ჩაერთოთ. ქართული მინერალური წყალი აგრძელებს მომხმარებლის წინასაახალწლო განწყობაზე ზრუნვას და გაძლევთ შესაძლებლობას ახალი წელი თქვენს საყვარელ ადამიანებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, საიდუმლო შეტყობინებით მიულოცოთ. უნიკალური მისალოცი ვიდეოს შესაქმნელად, „ბორჯომის“ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდს – secret.borjomi.com უნდა ეწვიოთ და მიჰყვეთ ინსტრუქციას.
„ამ კომუნიკაციით ჩვენს მომხმარებლებს შევახსენებთ, რომ „ბორჯომი“ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია და ამასთანავე საშუალებას ვაძლევთ საყვარელ ადამიანებს, ახალი წელი განსაკუთრებულად მიულოცონ და ერთმანეთს შეუქმნან სადღესასწაულო განწყობა“ – აცხადებს „ბორჯომის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.
ვიდეოს გადასაღებად ეწვიეთ secret.borjomi.com შეარჩიეთ ორი სადღესასწაულო ნიღბიდან ერთ-ერთი, ჩაწერეთ მისალოცი ვიდეო, დაელოდეთ რამდენიმე წამი – ეკრანზე ვიდეოს საბოლოო ვერსია და ბმული გამოჩნდება. დააკოპირეთ ბმული და გააზიარეთ შეტყობინება, ნებისმიერ სოციალურ ქსელში ან პირად მიმოწერაში. ვებგვერდი მარტივად გამოყენებადია (User Friendly) და გზავნილიც ადრესატამდე მალე მივა.
#იბორჯომე დღესასწაულზე – მილოცვების დროა!
პარტნიორის კონტენტი