11
Dec
2017

მინანქრით შთაგონებული დიზაინი! – “ბორჯომის” საახალწლო შეფუთვა

11 Dec 2017

საახალწლოდ განსხვავებული დიზაინის ლიმიტირებული სერია ბევრი საერთაშორისო ბრენდისთვის ტრადიციად იქცა. მათ რიცხვს “ბორჯომიც” შეემატა, რომელმაც წლევანდელ საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით განსხვავებული შეფუთვის მინერალური სასმელი გამოუშვა და უკვე იყიდება. როგორც აგვიხსნეს, დიზაინის ინსპირაციად ქართული ტიხრული მინანქარი იქცა, ჩვენს კითხვებს IDS ბორჯომი საქართველოს მარკეტინგის განყოფილების უფროსმა დავით გელაშვილმა უპასუხა.

M: რამ განაპირობა ბორჯომის საახალწლო შეფუთვის შექმნა, იყო საჭიროება?

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ ერთი ნაბიჯით წინ და გავანებივროთ ჩვენი მომხმარებელი სასიამოვნო სიახლეებით. გარდა იმისა, რომ წინასაახალწლოდ „ბორჯომის“ ყველა SKU სადღესასწაულო, სპეციალური დიზაინით შევფუთეთ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მინერალური წყლების სეგმენტში პირველები ვართ, ვინც ბრენდი, თანამედროვე, სპეციალური, არასტანდარტული ეტიკეტით ვაწარმოეთ.

M: რა მიზანს ემსახურება ახალი ვიზუალი?

„ბორჯომი“ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, მიზანიც სწორედ წინასაახალწლო განწყობის შექმნა იყო. დედაქალაქის ქუჩები უკვე განათდა საახალწლოდ, ნაძვის ხეც დაიდგა ცენტრალურ გამზირზე, ჩვენ გვინდოდა, რომ ეს განწყობა  „ბორჯომის“ ერთგულ მომხმარებლებამდე მისულიყო. სწორედ ამიტომ, უკვე დღეიდან, „ბორჯომი“ სპეციალური,  სადღესასწაულო შეფუთვით წარდგება მომხმარებლის წინაშე. აქვე აღვნიშნავ, რომ „ბორჯომის“ ქილა სადღესასწაულო შეფუთვით  ლიმიტირებული რაოდენობით გამოვუშვით.

M: როგორია შეფუთვის კონცეფცია და ვინ იმუშავა დიზაინზე?

ახალ დიზაინზე ინსპირაციად ქართული ტიხრული მინანქრის თემა გამოვიყენეთ, რომელიც არის სუფთა ქართული, ტრადიციული და ამავდროულად თანამედროვე და მოთხოვნადი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ამ ნაკეთობების თითოეულ დეტალში  განსაკუთრებით იგრძნობა ახალი წელი. აღსანიშნავია რომ „ბორჯომის“ განუყოფელი სიმბოლო ირემი განახლებულ შეფუთვაზეც გამორჩეულ ადგილს იკავებს. დიზაინზე ჩვენმა საერთაშორისო გუნდმა იმუშავა.

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] დაკავშირებით, განსხვავებულად შეიფუთა. გრაფიკულ დიზაინსა და ბრენდინგში […]