in

“ბორჯომი” ნიუ-იორკის მაღაზიებშია!

130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ბორჯომის” მინერალური წყლის წარმოება დაიწყო და ათწლეულებია. ქართულ მინერალური სასმელი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტით. “ბორჯომი” აშშ-ის ბაზარზე ამ დრომდეც გადიოდა, თუმცა 2020 წლის ნოემბრიდან, ბრენდმა აშშ-ის ადგილობრივი მაღაზიების ქსელების უფრო მასშტაბური ათვისება დაიწყო. ასე რომ, ქილაში, შუშასა თუ პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული “ბორჯომის” შეძენა ნიუ-იორკში 30 ობიექტზეა შესაძლებელი, მათ შორის, მაღაზიათა ქსელში Westside Market და Garden Of Eden. მაღაზიათა სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ. სპეციალურად, აშშ-ის ბაზრისთვის, “ბორჯომმა” წამოიწყო კამპანია – Tastes Like Nature (“ბუნების გემო აქვს”), რომელიც გვამცნობს, რომ ბუნებრივი მინერალების გემო ყოველ მეორე ადამიანს მოსწონს.

 

წარმოიდგინე, შობა ყველასთვისაა! – Penny-ის რეკლამა

სინამდვილეში, რა შეუძლიათ მამაკაცებს? – Jules-ის რეკლამა