in

„ბორჯომი“ ონლაინ გაყიდვებს იწყებს

დღეიდან, ქართული მინერალური წყლები – „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბაკურიანი“ – Vendoo-ზე გაიყიდება.  ეს ონლაინ პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელსა და მიმწოდებელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთმანეთთან აკავშირებს. შესაბამისად, “IDS ბორჯომის“ მომხმარებლებსაც აძლევს საშუალებას, სასურველი პროდუქტი, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინონ.

პროდუქციის მიწოდებას, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, „Vendoo – ვენდუ“ უზრუნველყოფს. პლატფორმაზე, „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“, შემდეგი შეფუთვებით იქნება ხელმისაწვდომი:

  • „ბორჯომი“ – 0.5ლ მინა (12 ცალი) და 1ლ პეტი (6 ცალი);
  •  „ლიკანი“ – 1ლ პეტი (6 ცალი) და 1.5ლ პეტი (6 ცალი);
  • „ბაკურიანი“ – 1.5ლ (6 ცალი), 1ლ (6 ცალი), 1ლ სპორტი (6 ცალი), 6ლ პეტი (3 ცალი), ციდა (12 ცალი) და 0.5ლ (12 ცალი) პეტ შეფუთვები.

„მსოფლიო დადგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე და ჩვენც, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ბუნებრივია, ზედმიწევნით ვიცავთ ყველა არსებულ რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაწარმოებთ პირველადი მოხმარების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და აუცილებელ პროდუქტს – წყალს. ამიტომ, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს მომხმარებელს და მივცეთ მათ სახლიდან გაუსვლელად და საბაზრო ფასად წყლის შეძენის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პროდუქციის მიწოდების პერიოდი ცოტა ხნით გახანგრძლივდა, თუმცა მათ მოხსნასთან ერთად დარეგულირდება. აქვე გეტყვით, რომ პირველ 1000 მომხმარებელს საჩუქრად ბაკურიანის მინერალური წყლის სპრეის (150მლ) გადავცემთ”, – ამბობს „IDS ბორჯომი თბილისის“ მარკეტინგის დირექტორი დავით გელაშვილი.

 

[R]

ფლამინგოების გადაფრენა ნატრონის მლაშე ტბაზე

Vendoo 1 წლისაა! – რა გზა გაიარა კომპანიამ დაარსებიდან – დღემდე?