19
Jul
2019

“ბორჯომი” შეფუთვას ცვლის

19 Jul 2019

მინერალური წყალი “ბორჯომი” შეფუთვას ცვლის. სასმელი, რომელსაც თითქმის 130 წელია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იცნობენ, სექტემბრიდან განახლებული ვიზუალით გამოჩნდება ბაზარზე. რედიზაინის ფარგლებში, იცვლება ეტიკეტის ფორმა და თავსახურის იერსახე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უკვე არსებული ცნობილი ლოგო უფრო თანამედროვე და გამომსახველობითი გახდება და ბრენდის გამბედავ ხასიათს წარმოაჩენს. “ბორჯომი” ახალი შეფუთვის დეტალებს ასე განმარტავს: მწვანე თავსახური ამობურცული წარწერით ყურადღებას ამახვილებს სასმელის ინდივიდუალობაზე. ვერცხლისფერი ასახავს სიმსუბუქეს და ხაზს უსვამს პრემიალობას.ზედა ეტიკეტზე ვერტიკალურად დატანილმა ბრენდის სახელწოდებამ და განახლებულმა შრიფტმა არსებული შეფუთვა უფრო თანამედროვე და დახვეწილი გახადა. QR-კოდი ქვედა ეტიკეტზე, პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაციის სწრაფად მისაღებადაა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვიზუალურ ტრენდებს – გრაფიკული დიზაინის ტენდენციებს, თანამედროვე ფერებს, ფორმებს, შეფუთვის ფორმატს, – აცხადებს ბორჯომის ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია – ჩვენ გთავაზობთ, შეხედოთ საყვარელ წყალს სრულიად ახალი კუთხით – „ბორჯომის“ ბოთლის შეფუთვაზე ლოგო ვერტიკალურად განთავსდება, შეიცვლება შრიფტი და ილუსტრაციის სტილისტიკა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ განახლებულ შეფუთვაში ვიყენებთ „ბორჯომის“ დამახასიათებელ   მწვანე ფერს“.

განხილვა