20
Nov
2019

ბორჯომი საახალწლო შეფუთვით უკვე გამოჩნდა

20 Nov 2019

#იბორჯომე დღესასწაულზე – ამ გზავნილით და  საახალწლო შეფუთვით ქართული მინერალური წყალი, „ბორჯომი“ ყველას დღესასწაულის მოახლოებას გვამცნობს და სადღესასწაულო შეფუთვების შთამბეჭდავ სერიას აგრძელებს.

„მინერალური წყალი „ბორჯომი“ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, ახალი წელი კი  საუკეთესო დროა იმისთვის, რომ #იბორჯომო“! ახალი, ფერადი და თვალისმომჭრელი შეფუთვით “ბორჯომი” მიგვანიშნებს, რომ ახალი წელი ახლოვდება და გვთავაზობს, შევიქმნათ სადღესაწაულო განწყობა“ – აცხადებს „ბორჯომის“, უფროსი ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.

საახალწლო კამპანიის ფარგლებში, სპეციალურ შეფუთვასთან ერთად, სულ მალე, „ბორჯომი“ საახალწლო სიტუაციების თემაზე გადაღებული, სადღესასწაულო განწყობის მომტანი ვიდეო რგოლების სერიასაც შემოგვთავაზებს.

[R]

განხილვა