in

მინერალური წყალი „ბორჯომი” Sial Paris 2022-ის გამოფენაზე!

15-19 ოქტომბერს პარიზი სასურსათო პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენას – Sial Paris 2022-ს მასპინძლობს. მასში კვების პროდუქტების მწარმოებელი ბრენდები მონაწილეობენ და ქვეყნების მიხედვით არიან წარმოდგენილნი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველო ამ გამოფენაზე, წელს უკვე მეოთხედ მონაწილეობს. გამოფენაზე, საქართველოს კუთხეში, წარმოდგენილია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“. დამთვალიერებლებს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად 150 000-ს აჭარბებს, შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ, ქართული მინერალური წყლის ისტორიასა და მის უნიკალურ შემადგენლობას. საგამოფენო სივრცეში, კვებისა და სასმელების პავილიონში, გზავნილით – Georgia – We Craft You Feel, საქართველოს ორი სტენდი აქვს წარმოდგენილი.

გამოფენაზე ოთხი დღის განმავლობაში საკუთარ პროდუქტებს მსოფლიოს 200 ქვეყანა და 6000-ზე მეტი კომპანია წარმოადგენს.

როგორ შევქმნათ ვებგვერდი ელექტრონული კომერციისთვის?

რას ნიშნავს AI ხმის ბრენდინგი კომპნიებისთვის?