in

როგორ აფასებს „ბორჯომი“ Spotlight-თან გრძელვადიან მეგობრობას

ახლოვდება მე-10, საიუბილეო „სფოთლაითი“, მთავარი თემით „მემკვიდრეობა“. 23-24 დეკემბერს, ორი დღის განმავლობაში, წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული გაიმართება. 2013 წლიდან მოყოლებული, Spotlight აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. Spotlight-თან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს „ბორჯომს“, რომელიც ტრადიციულად, ღონისძიების მხარდამჭერია. სფოთლაითთან მეგობრობაზე „IDS ბორჯომის“ საქართველოს მარკეტინგის დირექტორი ირინა კეიდია გვესაუბრა.

M: ღონისძიების მთავარი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“? 

„ბორჯომისა“ და „სფოთლაითის“  მეგობრობა უკვე 10 წლისაა. ამიტომ, „მემკვიდრეობა,“ რომელსაც „სფოთლაითი“ 2013 წლიდან ქმნის, ჩვენთვის კარგად ნაცნობია. ღონისძიებას, ყოველწლიურად, ელოდებიან მარკეტერები, სტარტაპერები, ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები, რადგან „სფოთლაითი“ საინტერესო სპიკერებით და შეხვედრებით, ქმნის ისეთი შინაარსის ღონისძიებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის და ახალგაზრდებისთვის.  

„სფოთლაითის“ 10-წლიანი ისტორია და „მემკვიდრეობა“ საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც ხელს უწყობს ახალი თაობის ინტერესის გაღრმავებას და სფეროს განვითარებას.

M: როგორც მრავალი წლის მხარდამჭერს, რა ღირებულებები გაერთიანებთ ბორჯომსა და Spotlight-ს? 

„სფოთლაითი“ მე-10, საიუბილეო, წელს ყველას ახსენებს ისტორიას, რომელიც 2013 წელს დაიწყო, აკვირდება „მემკვიდრეობას“ და ამავდროულად, არის ძალიან თანამედროვე. პასუხობს იმ შეკითხვებს, რაც მარკეტინგის და ბიზნესის სფეროში წელს არის აქტუალური. „ბორჯომი“ 130 წელზე მეტია, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მთელ მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. მრავალწლიან ისტორიასთან ერთად, „ბორჯომი“ არის თანამედროვე და ნოვატორი ბრენდი, რომელიც მუდმივად ვითარდება. ისტორია და თანამედროვე ხედვა, „ბორჯომისა“ და „სფოთლაითისთვის“ მთავარი ღირებულებაა, რაც ვფიქრობ, განაპირობებს ჩვენს მხარდაჭერასა და მეგობრობას, რომელიც უკვე 10 წელს ითვლის. 

M: როგორია მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?

დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წლის „სფოთლაითი,“ 10-წლიანი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება იქნება, რადგან საიუბილეო თარიღები ყველას განსაკუთრებულად გვამახსოვრდება. გვჯერა, რომ „სფოთლაითის“ „მემკვიდრეობას,“ კიდევ არაერთი წელი და საამაყო ღონისძიება შეემატება.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

პირველად საქართველოში სილქნეტი 5G ტექნოლოგიის მიწოდებას იწყებს

როგორ პასუხობს HORECA ბიზნესი პლასტმასით გარემოს დაბინძურების პრობლემას