20
Jul
2018

„ბორჯომის“ საზაფხულო კომუნიკაცია და ლიმიტირებული სერია ახალი შეფუთვით

20 Jul 2018

„გაატარე ზაფხული ისე, როგორც არასდროს!“ – „ბორჯომმა“, ამ სეზონზე, მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის აქტიური ზაფხულის კონცეფცია შეარჩია, რაც ბრენდის საზაფხულო ლიმიტირებული სერიის შეფუთვაზეც აისახა და გაყიდვაშიც ჩაუშვა. 

„ბორჯომის“ ახალი, სპეციალური შეფუთვის დიზაინზე გამოსახულია აქტიური გართობის პოპულარული და სასურველი საშუალებები. ბრენდი გახსენებთ, რომ არსებობს სკეიტბორდი, ე.წ. როლიკები, ველოსიპედი, ფრისბი და ბევრი სხვა გასართობი საშუალება, რომელიც შეიძლება, გამოიყენო დასვენების დროს. თუ არ იცი – ისწავლო, დაეუფლო და გაატარო ყოველი წამი შინაარსიანად. რაც შეეხება იდეისა და დიზაინის ავტორებს, ჩვენი საერთაშორისო გუნდი მუშაობდა როგორც კონცეფციაზე, ასევე მის შესრულებაზე, – გვანცა ჩლაიძე, „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი – www.active.borjomi.com, რომლის მიზანიც აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილებისა და აქტივობების პოპულარიზაციაა როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაში. პორტალი მრავალფუნქციურია და რამდენიმე ენაზე: ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე ოპერირებს.

ქვეყნის შიგნით მოგზაურობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში და სწორედ ჩვენი ვებპლატფორმის დახმარებით შეუძლია ადამიანს, რეგიონების მიხედვით, ნახოს, სად, რა გართობის საშუალება არსებობს, ქვეყნის მასშტაბით. ვებგვერდი ცოცხალი ორგანიზმია და ყოველდღიურად, ემატება თემები და მიმართულებები. სულ მალე აიტვირთება ინტერაქტიული რუკაც, სადაც მონიშნული იქნება საინტერესო ადგილები და აქტივობები ადგილების მიხედვით. ახლა მუშავდება და მალე ჩაეშვება პორტალის ლიეტუვური, ლატვიური და ესტონური ვერსიებიც, – გვანცა ჩლაიძე.

განხილვა