13
Jun
2019

„ბორჯომის“ საზაფხულო შეფუთვა [EXCLUSIVE]

13 Jun 2019

„ბორჯომი“ განსხვავებული შეფუთვით წელსაც გამოჩნდა მომხმარებლების წინაშე და კვლავაც, ზაფხულის აქტიურად გატარებისკენ მოგვიწოდებს.  ჯერჯერობით, ახალი შეფუთვით, თუნუქის ქილები მხოლოდ უკრაინულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი, თუმცა როგორც კომპანიის ქართველი წარმომადგენლები მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავენ, ახალი შეფუთვა აჭარაში, ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი. შეფუთვაზე სააგენტო banda-მ იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, „ბორჯომმა“ მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის აქტიური ზაფხულის კონცეფცია შეარჩია:  „გაატარე ზაფხული ისე, როგორც არასდროს!“ – რაც ბრენდის საზაფხულო ლიმიტირებული სერიის შეფუთვაზეც აისახა.

განხილვა