30
Jul
2019

„ბორჯომის“ საზაფხულო შეფუთვა აქტიური გართობისთვის

30 Jul 2019

„ბორჯომმა“, აქტიური ადამიანებისთვის, მინერალური წყლის საზაფხულო, ლიმიტირებული სერია გამოუშვა. როგორც კომპანიაში ამბობენ, წელიწადის ამ დროს, გარემო უფრო ნათელი, ახალი შთაბეჭდილებებით და თავგადასავლებით სავსე ხდება.

„ რა თქმა უნდა, „ბორჯომი“ მიჰყვება სეზონურ ტენდენციებს და თავისი ახალი, ფერადი დიზაინით აქტიური ზაფხულისკენ მოგვიწოდებს, რაც, მეგობრებისა და საყვარელი წყლის გარემოცვაში, კიდევ უფრო სასიამოვნოა.  სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ახალი დიზაინი ალუმინის ქილისთვის, რომელიც გადმოსცემს ზაფხულის სიგრილეს, აქტივობებს და ასახავს წყლის განუმეორებელ ხასიათს. ეს წელიწადის ის დროა, როდესაც განსაკუთრებით გინდა მრავალფეროვნება, ახალი ემოციები და შეგრძნებები, ცდილობ, მეტი იმოძრაო და უფრო ბევრი დრო გაატარო სახლს გარეთ. ჩვენ, კვლავინდებურად, მხარს ვუჭერთ აქტიურ დასვენებას, ქილის ფორმატი კი უბრალოდ იდეალურია ზღვისპირეთისთვის, ფესტივალებზე, ლაშქრობის დროს, პიკნიკზე და თუნდაც, ველო გასეირნებისას. საზაფხულო დიზაინიდან გამომდინარე, ლიმიტირებული სერია საქართველოს ზღვისპირა რეგიონისთვის დავამზადეთ. ახალი შეფუთვის ინსტალაცია, შეგიძლიათ, ბათუმის ბულვარში იხილოთ. “ – ამბობს „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი ირინა კეიდია.

„ბორჯომის“ სპეციალური სერია, ბაზარზე წარმოდგენილია შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ალუმინის ქილის 0,33 ლ. მოცულობით და 6-ცალიანი შეფუთვით.

[R]

განხილვა