in

ბორჯომში ტყის აღდგენა გრძელდება!

#ბორჯომიბუნებისგულშემატკივრის ეგიდით ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, უკვე 4 ჰექტარი ტყე აღადგინეს

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დაწყებული ტყის აღდგენა-განახლების პროექტი, რომელსაც საფუძველი IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით  2012 წელს ჩაეყარა, COVID19-ის პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. 4 ჰექტარი აღდგენილი ტყე, 17 000 დარგული ნერგი და ასობით ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ხეების დარგვის პროექტს, სიხარულით უერთდება. ეს საამაყო ციფრები #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარის ეგიდით შეიქმნა. დღეს ეს ციფრები იმ ტრადიაციას აერთიანებს, რომელიც IDS ბორჯომი საქართველოს კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობაა და რომელიც პანდემიის მიუხედავად, უწყვეტად გრძელდება. ხალხმრავალი ღონისძიება წელს უკვე მეორედ ვერ შედგა, თუმცა, ტრადიციულად ტყეს – ახალი ნერგები, ხოლო კომპანიას ბუნების გულშემატკივრები ემატება. საგაზაფხულო დარგვების ფარგლებში, პლატოს ტერიტორიას,  კიდევ 2000, კავკასიური ფიჭვის, ნერგი შეემატა.

ბორჯომის ტყის აღდგენა ჩვენი კომპანიის სოციალურ კორპორატიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წლების მანძილზე, ამ პროექტმა ბევრი ადამიანი გააერთიანა, რომლებიც ყოველწლიურად  ჩვენთან ერთად რგავენ ნერგებს. პანდემიის გამო, უკვე მეორედ გვიწევს დარგვების მასშტაბური ღონისძიების გარეშე განხორციელება. თუმცა, მთავარია, რომ ტყის აღდგენას უწყვეტად ვაგრძელებთ. ბორჯომის პლატოზე უკვე იზრდება წლების წინ დარგული ნერგები, რაც უმნიშვნელოვანესია ეკოლოგიის გაუმჯობესების კუთხით, იმისთვის, რომ მომავალ თაობას სუფთა გარემო დავუტოვოთ,“ განაცხადა კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ვიცეპრეზიდენტმა, ლევან ბაღდავაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტს, რომელიც ნერგების მოვლა-პატრონობის გეგმასაც ითვალისწინებს,  IDS ბორჯომი  საქართველო უკვე მეხუთე წელია ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის საფარის ეფექტური აღდგენა-განახლება და ასევე, ამ პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

ეროვნული სატყეო სააგენტოსა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს თანამშრომლობა 5 წელზე მეტს ითვლის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საუკეთესო მაგალითი, რომელსაც საზოგადოებისა და გარემოსთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს. ამ შემთხვევაში, თანამშრომლობის ფარგლებში ბორჯომის პლატოზე დარგულია 17 000 ნერგი, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანია გრძელვადიანად ზრუნავს ნერგების მოვლა-პატრონობაზეც. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე სამყაროში და კერძო სექტორის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება და გარემოსდაცვითი აქტივობების მათ ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირება, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტია იმ გარემოს შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად, რომელშიც ვცხოვრობთ,”აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.

ხეების დარგვის ღონისძიებაში დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. IDS ბორჯომი საქართველოს მიზანია, რომ ეკოლოგიის გაუმჯობესებაში კომპანიამ საკუთარი წვლილი შეიტანოს და მომავალ თაობას ჯანსაღი გარემო დაუტოვოს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ყოველ წელს მზად არიან, ჩაერთონ ტყის აღდგენის პროექტში. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, რაც ნამდვილად ძალიან სასიამოვნო და საამაყოა.

გულიკო გელაშვილი, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლე

დღეს მსოფლიო გლობალური დათბობის საშიშროების წინაშე დგას და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ გამოწვევასთან ბრძოლაში. ამიტომ უმთავრესია, ბავშვებსა და მოზარდებში თავიდანვე ავამაღლოთ ცნობიერება. ხეებს მხოლოდ სილამაზისა და გამწვანების მიზნით არ უნდა ვრგავდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ხეები ჰაერს ამდიდრებენ ჟანგბადით, ებრძვიან კლიმატის ცვლილებებს, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ტყის აღდგენით შევძლებთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი. მადლობა „ბორჯომს“, რომ მოგვცა ხეების დარგვის შესაძლებლობა, მიხარია, რომ ტყის აღდგენის პროექტში ჩვენც შევძელით წვლილის შეტანა.“

ელენე გედიანიძე, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლე

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, რათა გაიაზრონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და იგრძნონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა. ყველამ ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურება დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა, იმედი მაქვს, რომ თუნდაც ერთი ხის დარგვით ჩვენ შევძლებთ წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების შემსუბუქებაში. იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის დახმარებით, ერთად შევქმნით უკეთეს ეკო გარემოს. მინდა ყველას გვახსოვდეს ეს ფრაზა – “ტყე შეუნახე შვილებსა,  მამა ხარ შენი ვალია!“

 

[პარტნიორის კონტენტი]

 

ნახეთ: აპრილის “ვარდისფერი” სუპერმთვარის ფოტოები მთელი მსოფლიოდან

როგორ მოვიპოვოთ სპონსორები Rally Adventure Georgia-ში მონაწილეობისთვის?