in

„ბორჯომის“ საახალწლო ზღაპარი

საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ ჯადოსნურ ზღაპარში გეპატიჟებათ. 13 იანვრის ჩათვლით, 9 აპრილის პარკში თქვენი მასპინძელი „ბორჯომის“ კარუსელი იქნება. ეს ჯადოსნური სივრცე ყველა სტუმრის სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებს. საახალწლო განათებები და დეკორაციები, ბრენდის უცვლელ სიმბოლოსთან — ირემთან ერთად, ისეთ განწყობას ქმნის, რომელიც უფროსებს ბავშვობაში დააბრუნებს, ყველა პატარას კი ახალი ზღაპრის გმირად აქცევს.

პროექტზე დიზაინერმა დოდოშკა ჩხეიძემ იმუშავა. მან „ბორჯომის“ მრავალწლიანი ისტორიის გათვალისწინებით, შექმნა ისეთი გარემო, სადაც გაცოცხლებულია „ბორჯომის“ სადღესასწაულო ტრადიცია, რომლის განუყოფელი ნაწილიც არის ირემი — ბრენდის უცვლელი სიმბოლო, რომელიც მაცოცხლებელ წყალთან ერთად, საახალწლო განწყობას ქმნის.

 ქეთი ცნობილაძე, „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი:

 „„ბორჯომი“ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ, ბრენდისთვის ერთგვარ ტრადიციად იქცა წლის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის კიდევ უფრო სასიამოვნო ემოციებით დატვირთვა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი ზღაპრული გარემო, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის ერთგვარი საჩუქარი იქნებოდა და თან დღესასწაულს უფრო დასამახსოვრებელს გახდიდა.“

დოდოშკა ჩხეიძე, დიზაინერი:

„„ბორჯომისგან“ მივიღეთ შეთავაზება, მოგვეფიქრებინა საახალწლო დეკორაცია, რომელიც ადამიანებს შეუქმნიდა სადღესასწაულო განწყობას და ამავდროულად, კავშირში იქნებოდა ბრენდის ვიზუალთან. პირველი იდეა, რაც მოვიფიქრე, იყო კარუსელი, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს თავისი განწყობით. ირემი, რომელიც „ბორჯომის“ მთავარი სიმბოლოა, გამოვიყენეთ დეკორაციის და ატრაქციონის მთავარ ელემენტად. ხოლო მთლიანად დეკორაცია შევფუთეთ ბრენდის დამახასიათებელ ფერებში. ყველას, ვისაც უყვარს ახალი წელი, შეუძლია, იმოგზაუროს „ბორჯომის“ ზღაპრულ ისტორიაში.“

„ბორჯომის“ საახალწლო კარუსელი 13 იანვრის ჩათვლით, 9 აპრილის პარკში გელოდებათ.

[პარტნიორის კონტენტი]

მეორად ნაძვის ხეებს ბიო ზეთად გარდაქმნიან — კვლევა

როგორ იქცა ავტოფარეხში დაწყებული საქმიანობა დიდ ბიზნესად