in

„ბორჯომის“ ინოვაციური ვებგვერდი და ციფრული მუზეუმი

„ბორჯომმა“ ინოვაციური ვებგვერდი შექმნა, რომელიც მომხმარებლებს ქართული მინერალური წყლის ჯადოსნურ სამყაროში ვებგვერდზე – borjomi.com ამოგზაურებს.

ციფრული პლატფორმის მთავარი კონცეფცია „ბორჯომის“ გაცოცხლებული ლეგენდა და მისი მთავარი გმირი – ირემია, რომელიც მომხმარებელს „ბორჯომის“ მრავალწლიანი ისტორიის გზაზე მეგზურობას უწევს და ბრენდის წარსულს, აწმყოსა და მომავალს აცოცხლებს.

ვებგვერდზე ჩაშენებულია „ბორჯომის“ მუზეუმიც, რომელიც პირველი ციფრული მუზეუმია და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიახლეა. მომხმარებელი ვებგვერდის გახსნისთანავე ქართული მინერალური წყლის 135-წლიანი ისტორიის მომსწრე ხდება. თითოეული ციფრული ექსპონატის დათვალიერების მიღმა, გაეცნობით ყველა იმ მნიშვნელოვან ეტაპს, რომელმაც ბრენდი „ბორჯომი“ შექმნა.

ნიკი აბაიშვილი, „ბორჯომის“ გლობალური ციფრული მენეჯერი:

ვებგვერდის მიზანია, ბრენდის ისტორიისა და ლეგენდის გაცოცხლება და, ასევე, – „ბორჯომის“ სამყაროს გაციფრულება. ისევე, როგორც „ბორჯომის“ ლეგენდაში, ჩვენს ჯადოსნურ ციფრულ სამყაროშიც ირემს განსაკუთრებული როლი აქვს. ირემი მოგზაურობის ყველა ეტაპზე ამ შთამბეჭდავი გამოცდილების გაცოცხლებაში ერთგვარ გზამკვლევად გვევლინება. ციფრული მუზეუმი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შემოაბიჯოს „ბორჯომის“ სამყაროში, გაეცნოს ბრენდის შექმნის ისტორიას და მიიღოს დაუვიწყარი გამოცდილება. მუზეუმის შესასვლელში „ბორჯომის“ პირველი ჩამომსხმელი ქარხანა, ხოლო ცენტრში ჩვენი ირემია წარმოდგენილი. ვირტუალური შენობიდან „ბორჯომის“ ტყეების ხედი იშლება. სურვილის შემთხვევაში, მუზეუმის შიდა სივრცესაც შეგიძლიათ გასცდეთ, ტყეში გაისეირნოთ ან ციფრული მუზეუმი გარედან დაათვალიეროთ“.

„ბორჯომის“ ციფრული მუზეუმის შექმნაზე კრეატიულმა სააგენტო „ლივინსტონმა“ იმუშავა, ხოლო დიზაინზე – „ჰოლი მოტორსმა“. ციფრული მუზეუმის არქიტექტურული ნახაზი კომპანია Stipfold-მა შექმნა.

„ბორჯომის“ ვირტუალურ მუზეუმში ნავიგაცია მარტივია და კლავიატურის ისრების საშუალებით ხდება, ზუსტად ისე, როგორც კომპიუტერულ თამაშებში. ციფრულ მუზეუმში ინფორმაცია თემატიკის მიხედვით გაშლილია 11 გიგანტურ ეკრანზე, რომელიც მიახლოებისას ინთება, კლიკით კი ინტერაქცია იწყება.

ეწვიეთ ,,ბორჯომის’’ ვებგვერდს – borjomi.com,  ნახეთ გაცოცხლებული ლეგენდა და იმოგზაურეთ „ბორჯომის“ მრავალწლიან ისტორიაში!

 [პარტნიორის კონტენტი]

Adobe-მ AI ვიდეო გენერატორი ჩაუშვა

Tetris თამაშის 15 რეტრო ვერსიას უშვებს