ახალ ანიმაციურ ფილმში „მწარე ურთიერთობა“, Born Free Foundation-ს უნდოდა იმის წარმოჩენა, რაც სამხრეთ აფრიკაში ხდება.
აქ, ლომები ტყვეობაში იმ მიზნით იზრდებიან, რომ შემდეგ, მონადირეებს მიჰყიდონ.
ანიმაცია „მეფე ლომის“ განახლებული ვერსიის სპეკულაციაა, რომელიც Engine-მა ანიმატორებთან: Zombie Studio-სა და ფროდაქშენ სახლ Blinkimk-თან ერთად შექმნა, მეთ მონროს სიმღერაზე “Born Free“.
ის გვიყვება ზღაპარს ლომის ნაშიერზე, რომელიც ტყვეობაში, ქალი მომვლელის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდება.
მიუხედავად ტყვეობისა, თითქოს, ბოკვერი სიყვარულით სავსე გარემოში მოხვდა: ტურისტებთან პოზიორობს, სანამ გაიზრდება და ველურ ბუნებაში გაერევა.
რამდენიმე ხნის მარტო გატარების შემდეგ კი, მეთვალყურის დანახვაზე გარბის, თუმცა შოკისმომგვრელი ხმა გვესმის და ვხედავთ კადრებს…
Born Free Foundation-ის მიხედვით, სამხრეთ აფრიკელი ლომების 70% ტყვეობაში იბადება და იზრდება იმისთვის, რომ მონადირეებმა იყიდონ.
რეკლამის მნახველებს შეუძლიათ, ონლაინ პეტიციას „დასრულდეს ღალატი“ მოაწერონ ხელი.