დახვეწილი ღვინის ბრენდების სამყაროში ეტიკეტები უფრო მეტია, ვიდრე იდენტიფიკატორი. ფერწერული ტილოს მსგავსი უფროა, რომელიც ბევრს გვეუბნება კონკრეტული ბრენდის იდენტობის შესახებ. Bodegas Enclave-ის უახლესი ქმნილება, Borra de la Vega, კი ოსტატურად აერთიანებს თანამედროვე ესთეტიკას მარადიულ ელეგანტურობასთან. კერძოდ, ბრენდის ამერიკელმა დამფუძნებელმა, ანაბელა ბორამ, ახალი ეტიკეტისთვის ქვევრის დიზაინი გამოიყენა, როგორც ეპოქების ნაზავის სიმბოლო.
ეტიკეტზე გამოსახულია რთული გეომეტრიული კონსტრუქცია, რომელიც ქვევრისა და ჰოლანდიური ქარის წისქვილის სინთეზს წარმოადგენს. ეს უკანასკნელი სიმბოლოა მეღვინეების ჰოლანდიური ფესვებისა და მეღვინეობის პროგრესის შესახებ. ვერცხლისფერი და ოქროსფერი კი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.