in

LGBTQ თემის მხარდასაჭერად, „ბორუსია“ მაისურზე  სპონსორის ლოგოს ცისარტყელის ფერებში გამოსახავს

წინასწარი რეზერვაციებით კლუბმა უკვე, დაახლოებით, 10 000 მაისურის შეკვეთა მიიღო.

Klassiker – ასე ეწოდება გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ, ისტორიულ და გამორჩეულ დაპირისპირებას. ამ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ერთამაშება. წლევანდელ გერმანულ კლასიკოში LGBT თემის მხარდასაჭერად, დორტმუნდელები სპეციალურად ამ თამაშისთვის შექმნილი მაისურით იასპარეზებენ. ცისარტყელის შეფერილობისა კი კლუბის მთავარი სპონსორის ლოგო იქნება, რომელიც /სათამაშო მაისურის წინა მხარეს არის განთავსებული.

“Borrusia Connects” – სპეციალური სოციალური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ყველა სახის დისკრიმინაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ კომუნიკაციას. თავდაპირველად, ეს კამპანია ჰოლოკოსტისა და სხვა მსგავსი მოვლენების დროს დაღუპული ჰომოსექსუალების ხსოვნას ეძღვნებოდა, შემდეგ უფრო მრავალფეროვანი გახდა და ამ კამპანიის ქვეშ, ზოგადად, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვისთვის გაერთიანდნენ. ბორუსია, ასევე, არის პირველი გერმანული კლუბი, რომელიც ცდილობს LGBT თემის წარმომადგენელი ფანების საგულშემატკივრო ზონებში სრულ ინტეგრაციას, რათა ტრიბუნაზე ყველა ფანმა თავი თანაბრად იგრძნოს და კლუბის ირგვლივ გაერთიანდნენ. დორტმუნდელები მიიჩნევენ, რომ სტადიონი უნდა იყოს სამაგალითო ადგილი, სადაც ნებისმიერი რელიგიის, იდეებისა და იდენტობის ადამიანები ერთ გარემოში მშვიდად და მეგობრულად შეძლებენ საყვარელი გუნდის ქომაგობასა და სპორტის საყვარელი სახეობით ტკბობას.

„ბორუსია“ აღნიშნულ სათამაშო მაისურებს გასაყიდადაც გამოიტანს, წინასწარი რეზერვაციებით კლუბმა უკვე, დაახლოებით, 10 000 მაისურის შეკვეთა მიიღო.

Microsoft ვირტუალური შეხვედრების მომავლის ფორმას ავითარებს

რატომაა ემპათია ლიდერისთვის მნიშვნელოვანი თვისება?