in

უწყვეტი განვითარება, რამაც Bosch-ის საუკუნოვანი ისტორია შექმნა

Bosch – ეს სახელი ბევრჯერ გექნებათ გაგონილი. ტექნოლოგიური გიგანტი მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და ათწლეულების განმავლობაში, თავისი ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეძლო, მილიონობით მომხმარებელს შორის. შესაძლოა, ამ ბრენდის დასახელების პროდუქტები თქვენც გამოგიცდიათ. გადავწყვიტეთ, დღეს, Bosch-ზე გიამბოთ და დილის ფინჯანი ყავის დალევა სასიამოვნო გამოცდილებად გიქციოთ.

ბრენდის ისტორია 1886 წელს დაიწყო, როდესაც გერმანელმა ინჟინერმა და მრეწველმა რობერტ ბოშმა, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, კომპანია Robert Bosch GmbH დააარსა. ეს იყო მულტინაციონალური საინჟინრო და ტექნოლოგიური ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი გერლინგენში განთავსდა.

მოგვიანებით, 1897 წელს, Bosch-მა აალების სანთლების ინოვაციური ტექნოლოგია დანერგა სამბორბლიანი ავტომობილებისთვის. კომპანიის მთავარმა ინჟინერმა გოტლობ ჰონოლდმა წარადგინა მაღალი ძაბვის აალების სისტემა, რამაც Bosch-ს გზა გაუხსნა დიდი წარმატებისკენ და ის სხვა ავტომწარმოებლების მიმწოდებლად აქცია. ბრენდის აალების სისტემის გამოყენებით, ტრანსპორტირება ბევრად გამარტივდა. 1906 წელს, ბრენდის წარმოებამ 100,000 ერთეული შეადგინა, რაც რეკორდული რიცხვია.

საოცარია, როგორ ვითარდებოდა ბრენდი, ათწლეულების განმავლობაში. ის თანდათანობით ითვისებდა სხვადასხვა მიმართულებას, მაგალითად, 1926 წელს საქარე მინის მწმენდები და დიზელის ინჟექტორების დამზადება დაიწყო. ინოვაციებზე ფიქრმა, Bosch-ს უბიძგა სრულიად ახლებურად გადაეაზრებინათ მსოფლიო ბაზრის საჭიროება და კორპორაციამ ელექტრო ხელსაწყოების ბიზნესში გადაინაცვლა. ასევე, Bosch-ის ტექნოლოგია,  მეორე მსოფლიო ომის დროს, სამხედრო ეკიპირებაში გამოიყენებოდა.

რობერტ ბოში, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ანდერძად მან დაიბარა, რომ კომპანიის შემოსავლები საქველმოქმედო მიზნებისთვის უნდა გადანაწილებულიყო. ამ დამსახურების გამო, ის Automotive Hall of Fame-ში („ავტომობილების დიდების დარბაზი“) შეიყვანეს.

კორპორაციამ, დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ, ახალი სიცოცხლე შეიძინა. მან პარტნიორობა იაპონურ კომპანია Denso-სთან დაიწყო, მოგვიანებით, კომპანიამ Telenorma შეიძინა, სხვადასხვა მიმართულებით გაშალა ფრთები და პროდუქტების ასორტიმენტი საგრძნობლად გააფართოვა.

Bosch გერმანიის პრეზიდენტისგან ორჯერ მიიღო „მომავლის პრემია“, 2005 და 2008 წლებში. კორპორაცია მილიარდობით ინვესტიციას დებს ტექნოლოგიურ კვლევებსა და ინოვაციებში – წლის მანძილზე, რამდენიმე ათასი პატენტი უზარმაზარი მაჩვენებელია. 2021 წელს, Bosch-მა 1,2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ახალ ქარხანაში, რაც ასეთი ტიპის პროექტისთვის რეკორდული მაჩვენებელია. რა გასაკვირია, რომ დღეს, საუკუნოვანი ბრენდი კვლავაც განაგრძობს განვითარებას და მისი პროდუქტები ისევ ხარისხის ეტალონად ითვლება.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

სინგულარი FLUTTER-ის ბრენდად ყოფნის პირველ წლისთავს აღნიშნავს

Ford Ranger-მა ახალი პიკაპი ტალახში ამოსვრილი წარადგინა