დამატებითი რეალობა სულ უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე სამყაროსთვის. სწორედ, ამ აქტუალური ტექნოლოგიის გამოძახილია კომპანიის Bose სათვალე. Bose Frame ტრადიციული ფუნქციის გარდა, აუდიო მოწყობილობაცაა. მას ორივე მხარეს მიკროფონი და მრავალფუნქციური ღილაკი, ხოლო ყურებთან ახლოს, დინამიკები აქვს. Bose ყურსასმენებისა და სათვალის ამ კომბინაციას დამატებითი რეალობის პირველ აუდიო პლატფორმას უწოდებს. მუსიკის მოსმენისა და დარეკვის გარდა, მოწყობილობა Android ან iOS პროგრამული უზრუნველყოფის მქონე სმარტფონთანაც შეგვიძლია დავაკავშიროთ.
მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა ვიზუალურად არაფერს გვიჩვენებს, ის ვირტუალური ასისტენტია, და შეუძლია საუბარი, მიმართულების კარნახი. თავად სათვალე, მზის მავნე სხივებისგან იცავს თვალს.
Bose Frame ბაზარზე 2019 წლის იანვრიდან გამოჩნდება და $199 ეღირება. მოწყობილობა 45 გრამს იწონის. მისი ბატარეა 3.5 საათს ძლებს დატვირთულ, ხოლო 12 საათს – ლოდინის რეჟიმში. დამუხტვას 2 საათი სჭირდება.