1
Aug
2019

რა მოვიმოქმედოთ, თუკი ბოსმა დაგვაღალატა?

1 Aug 2019

ალბათ, ძალიან ცოტა რამ მოიძებნება, იმედგაცრუებასა და ვინმესადმი ნდობის დაკარგვაზე უფრო მტკივნეული. ხოლო, როდესაც ეს ადამიანი თქვენი ბოსია, ხშირად, გარემოებას კიდევ უფრო ამძიმებს. შესაძლოა, მან თავის თავზე მიიწერა იმ პროექტის ავტორობა, რომელსაც თვეები შეალიეთ ან დააწინაურა სხვა, როცა თქვენთვის ჰქონდა პირობა მოცემული, ან, სულაც, სხვისი შეცდომის გამო საჯაროდ დაგამცირათ… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ბოსის ამგვარმა საქციელმა შესაძლოა, ხელი შეგვიშალოს სხვების ნდობაში, ოპტიმისტური განწყობისა და ობიექტურობის შენარჩუნებაში. ჩვენი ტვინი ასეთ დაღალატებას ხშირად ტრავმად აღიქვამს და გვიჩნდება მოლოდინი, რომ ეს განმეორდება. შესაძლოა, ასეთმა შემთხვევებმა ჩვენს ქცევებზეც იქონიოს ნეგატიური ზეგავლენა. შესაძლოა, თქვენ ვერ შეცვალოთ თქვენი ხელმძღვანელი, მაგრამ შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ ამ ტრავმის ზემოქმედებისგან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჩაეჭიდეთ საკუთარ ღირებულებებს. სამუშაო პროცესში მოყენებული ტკივილის 85% უნებლიეა. თუმცა, მხოლოდ იმის გამო, რომ ბოსი თქვენს ღალატს არ გეგმავდა, არ დააიგნოროთ შემთხვევა. გამოხატეთ შფოთვა მისი საქციელის გამო და ამგვარად დაანახეთ თავისი მოქმედებების შედეგები. ამან შეიძლება გააღვიძოს მისი სინდისი და ეცადოს მდგომარეობის გამოსწორებას და თქვენი ურთიერთობის გამყარებას.

მაგრამ თუკი ხელმძღვანელმა ასეთ ქცევებს მოუხშირა, დარწმუნდით, რომ არაცნობიერად თავად არ აფუჭებთ სიტუაციას. კვლევებით დასტურდება, რომ თუკი ხელმძღვანელი ცუდად იქცევა, დიდი ალბათობით, თანამშრომელიც ასევე იწყებს მოქცევას. სანამ ამ ადამიანთან ერთად მუშაობთ, მკაფიოდ გააანალიზეთ, რა ფასეულობებით გსურთ იხელმძღვანელოთ და რა განაპირობებს თქვენს ქცევებს. მაგალითად, თუკი ინკლუზიის მომხრე ხართ, დაფიქრდით, რა გარემოება აგრძნობინებს ადამიანს თავს გარიყულად და დარწმუნდით, რომ ასე არ მოიქცევით. ის, თუ როგორ ავლენთ სხვებისადმი პატივისცემას, დამოკიდებულია თქვენს ღირებულებებზე. არ მისცეთ თქვენი ბოსის საქციელს დააზარალოს თქვენი ღირებულებები.

ყურადღება მიაქციეთ “ღალატის” კანონზომიერებას

ადამიანები, რომლებიც ბოსების შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას იტანენ, როგორც წესი, მიდიან დასკვნამდე, რომ ამას იმსახურებენ. ეს ოჯახურ ძალადობას ძალიან ჰგავს, ჩნდება სტოკჰოლმის ორგანიზაციული სინდრომი და საბოლოო ჯამში, ღალატის მოლოდინიც კი გიჩნდებათ ხოლმე. შეგიძლიათ ამას წინააღმდეგობა გაუწიოთ, როდესაც კანონზომიერებას აღმოჩენთ. თუკი რაიმეს დაგპირდნენ და არ შეგისრულეს, შეინახეთ მათი დაპირება დოკუმენტურად. თუკი თქვენი ნამუშევარი მიიწერეს – დარწმუნდით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი დაინტერესებული ადამიანები გაიგებენ ამ პროექტში თქვენი წვლილის შესახებ. სხვა თუ არაფერი, ეს დაგეხმარებათ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და თქვენი აღქმისა და რეალური ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნაში.

დაიმახსოვრეთ, ყველა არ გიღალატებთ. შესაძლოა, თქვენი გამოცდილების გამო, ასეთი აზრი მართლაც გაგიჩნდათ, თუმცა, ყველა ნამდვილად არ მოგექცევათ ცუდად. ნუ დაასკვნით, რომ აღარავინ იმსახურებს ნდობას. ფრთხილად იყავით, თუმცა, საკუთარ ქცევასაც დააკვირდით: ყველას ეჭვის თვალით უყურებთ? ზედმიწევნით შეისწავლით ყველას, ვისთანაც გაქვთ შეხება? ერთეულების გამო, ყველას უნდობლობას ნუ გამოუცხადებთ.

მიეჩვიეთ პატიებას, შურისძიების ნაცვლად. რა თქმა უნდა, შეიძლება გინდოდეთ, აზღვევინოთ ჩადენილი საქციელის გამო. ან მისი წარმატებისთვის ხელის შეშლაზე ფიქრობდეთ. მაგრამ არასოდეს დახვიდეთ ამ დონეზე, მაშინაც კი, როცა ამის საშუალება მოგეცემათ. თუკი თქვენს ქმედებებში შურისძიების ნიშნებს შენიშნავთ, თქვენც ბოსს დაემსგავსები და სხვები ამას აუცილებლად შეამჩნევენ. საუკეთესო გამოსავალი პატიება და თანაგრძნობაა. რაც უნდა რთული იყოს, ეს თქვენსავე ინტერესებშია.

ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი მრისხანება უნდა ჩაახშოთ. დღიურის წარმოება ამაში ძალიან დაგეხმარებათ. ჩამოწერეთ, რას გრძნობთ თქვენი ბოსისა და საკუთარი თავის მიმართ. შესაძლოა, არაადეკვატურად გრძნობთ თავს და თვლით, რომ ის თქვენს ექსპლოატაციას ეწეოდა. ეცადეთ, რომ განერიდოთ ნეგატიურ ფიქრებს. ვინ იცის, ერთ დღეს, თქვენი ხელმძღვანელი მიხვდება, რომ ტკივილს აყენებს ადამიანებს.

არ დაიმარხოთ ნეგატიური ემოციები

წყენისა და ბრაზის გულში შენახვამ შესაძლოა, ძალიან ავნოს თქვენს ჯანმრთელობას. ემოციების დათრგუნვა უძილობამდე, თავის ტკივილებამდე, კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემის მოშლას გამოიწვევს. როდესაც ნეგატიურ ემოციებს ვყავართ აყოლილი, შეიძლება არასწორად განსაჯოთ სიტუაცია და ქრონიკული სტრესის შეგრძნება შეგიქმნათ. კარგი იქნება, თუ მიმართავთ ფსიქოთერაპევტს. სანდო ადამიანს შეუძლია დაგეხმაროთ ასეთი დესტრუქციული აზრებისგან გათავისუფლებაში. ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას.

ამ აპათიისგან მადლიერება და მიზნის დასახვა გიხსნით. ასეთ გარემოებას ორი გვერდითი ეფექტი აქვს – რწმენა, რომ იმსახურებთ კონპენსაციას და ინდეფერენტულობა საქმის მიმართ. აპათია რთული მდგომარეობა, არც მისი ამოცნობაა მარტივი. მას შემდეგ, რაც წარმოდგენა დაგეკარგებათ თქვენს პროფესიონალურ ცხოვრებაზე, რის გამოც მადლიერი ხართ, იწყება აპათია.

შეახსენეთ საკუთარ თავს იმ მისწრაფებაზე, მიზნებზე, რაც სფეროს არჩევისას გქონდათ. გახსოვდეთ იმ ნიჭზე, რაც გაგაჩნიათ. დაფიქრდით, როგორ შეიძლება ბოსს მისცეთ თქვენი განწყობის გაფუჭების ფუფუნება? თუკი, მაინც, ისეთ ხელმძღვანელთან მუშაობთ, ვისაც დაღალატება სჩვევია, იზრუნეთ მისგან თავის დაცვაზეც და იმაზეც, რომ არ გადაიქცეთ მისნაირად. არჩევანი ყოველთვის თქვენზეა.

 

წყარო: HBR



განხილვა