ანტრეპრენერ ნიკოლ ბერნარდ დოუსს სურს, რომ მისმა გუნდმა ყველაფერი რეალისტურად უთხრას. ცოტა ხნის წინ, მან შეფუთვის დიზაინი შექმნა ახალი მინერალური წყლისთვის. დიზაინი თავად ძალიან მოეწონა, თუმცა წარწერის წაკითხვა რთული იყო. ნიკოლი გუნდის იმედზე იყო, ფიქრობდა, რომ ისინი ადეკვატურ უკუკავშირს მისცემდნენ.
„ყველაზე უარესი, რისი თქმაც შეეძლოთ არის „მართალი ხარ!“ – ამბობს ნიკოლი. მან ბევრი იმუშავა, რათა გუნდი გადაწყვეტილებების მიღებისა და კრიტიკული აზროვნებისკენ წაეხალისებინა. „მართალი ხარ“ სწორედ ის ფრაზაა, რომლის გაგონებაც მას კატეგორიულად არ სურს.
კომპანია Nixie-ის დაფუძნებამდე, მას და მამამისს კრეკერების კომპანია ჰქონდათ, რომელსაც 2001-2018 წლებში ფლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სასმლისა და კრეკერების წარმოება სრულიად სხვადასხვა რამაა, მიდგომა ერთია, ის არ მიმართავს ფოკუს-ჯგუფების კვლევას – Nixie-ს 11-კაციანი გუნდი იკვლევს ყველაფერს, რაც ეხება გაზიანი სასმლის სპეციფიკას, მის არომატებს და წარმოებაში ჩაშვებამდე, თავად ატარებს ბრმა ტესტირებას.
„თქვენ თავად უნდა იყოთ აღფრთოვანებული პროდუქტით… მე ვისწავლე ვიყო ფულწრფელი და არასოდეს ვცდილობ „გავპარანჭო“ პროდუქტი,“ – ამბობს ნიკოლი. ის ამავეს ითხოვს თანამშრომლებისგანაც. არაა მარტივი იყო გულწრფელი და ბოსს კრიტიკა გაუზიარო. თუმცა, ნიკოლის აზრით, გუნდის ჯანსაღად ოპერირებისთვის უმნიშვნელოვანესია მისცეთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ეს მათ კარიერულ დაწინაურებაში დაეხმარებათ.
კრიტიკული აზროვნება 101
ნიკოლი პირველივე დღიდან აჩვენებს თანამშრომლებს, რომ მათი მოსაზრება მისთვის მნიშვნელოვანია. ახალ თანამშრომლებს ის პროდუქტის შეხვედრებზე იწვევს და მათ აზრს ეკითხება. ამგვარად, მიდგომას თავიდანვე აჩვენებს. თუკი თანამშრომლებს რაიმე მოსწონთ, მოსწონდეთ, – ამბობს ნიკოლი. მას სჭირდება გუნდის წევრები, რომლებიც არამხოლოდ მოსაზრებას გამოთქვამენ, არამედ ხსნიან სიღრმისეულად და მზად არიან დაიცვან ის.
„მე ყოველთვის არ ვიმარჯვებ. თუკი ამას ადამიანები ხედავენ, უფრო კომფორტულები და გულწრფელები ხდებიან,“ – ამბობს ნიკოლი.
იმ დროსაც, როდესაც ნიკოლს თავისი დიზაინი ძალიან მოეწონა, გუნდთან დებატები ვერ მოიგო. მას წინააღმდეგობა მარკეტინგის ხელმძღვანელმა, კომპანიის თანადამფუძნებელმა და მეუღლემ გაუწია. სერიოზული დებატების შედეგად, საბოლოოდ, შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების გამო, პროდუქტის გაშვება რამდენიმე კვირით გადადეს. „მნიშვნელოვანია გესმოდეთ, როდის ცდებით,“ – ამბობს ნიკოლი. მისი აზრით, ეს მთლიანად კომპანიის წარმატებას განსაზღვრავს, გრძელვადიან პერსპექტივაში.
წყარო: inc.