3
Sep
2018

ჭირვეული თანამშრომლის მორჯულება – როგორ ვებ​რძოლოთ უპასუხისმგებლობას კომპანიაში?! 

3 Sep 2018

სამსახურში ერთი – ორჯერ დაგვიანება ან დღის გაცდენა ვის არ მოსვლია? მაგრამ ქრონიკული უპასუხისმგებლო საქციელით, მოურჯულებელ თანამშრომლებს, კომპანიის პროდუქტიულობის განადგურება შეუძლიათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მართალია, ვისაც ეს ჩვევაში აქვს, დიდი შანსია, ისევ დაიგვიანოს ან გააცდინოს სამსახური (როგორც ადრე მომსვლელები ყოველთვის ადრე მოვლენ), მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობა გარკვეულ ზომებს აუცილებლად იღებს – ასეთ თანამშრომლებს ხელფასს აკლებს ან აჯარიმებს.

მენეჯერების მუდმივი თავის ტკივილია, როგორ აღმოიფხვრას არასასურველი ქცევა იმ ნიჭიერ, მაგრამ პრობლემურ ადამიანებში, ვისი ხელიდან გაშვებაც არ სურთ. თუმცა, გამოსავალი ხომ, თითქმის, ყველა სიტუაციიდან მოიძებნება?! – არსებობს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, უტყუარი სტრატეგია, რომელიც კომპანიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებას გულისხმობს:

საჭიროა ანგარიშვალდებულების მეტი კულტურა. 

თუ თანამშრომლები მუდმივად აგვიანებენ, ან არ საერთოდ არ მოდიან, ეს უფრო დიდ პრობლემაზე მიუთითებს. როგორც წესი, მათ აქვთ შეგრძნება, თითქოს, სამსახურში ბავშვებივით ექცევიან. როცა თანამშრომელს და ხელმძღვანელს შორის ურთიერთობის დინამიკა ისეთივეა, როგორიც მშობელს და შვილს შორის, როცა ხელმძღვანელი გავლენას არ ახდენს და  არ აინტერესებს თანამშრომლის განვითარება, ბუნებრივია, ვერც პასუხისმგებლობას იგრძნობს თავის სამუშაოზე და ვერც საკუთარ როლს გაითავისებს ბიზნესის წარმატებაში. მაგრამ თუ ადამიანი შინაგანად მოტივირებულია, მისგან დესტრუქციულ ქმედებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ამიტომ, მშობლის როლის ნაცვლად, რომელიც გაუგონარი ბავშვის დაყოლიებას ცდილობს, ხელმძღვანელმა კომპანიაში ისეთი გარემო უნდა შექმნას, სადაც თანამშრომლები საკუთარ თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევენ და სრულად გააცნობიერებენ უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგებს. პირველ რიგში, არასწორი ურთიერთობის დინამიკა უნდა შეიცვალოს. ხელმძღვანელმა ყველა თანამშრომელში პოტენციალი უნდა დაინახოს და პატივისცემით მოექცეს მათ.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის კულტურის ამაღლებას. აქ რამდენიმე დეტალია მნიშვნელოვანი:

სწორი კომუნიკაცია – გაუზიარეთ თანამშრომლებს, რა არის კომპანიის მისია, როგორ აისახება მათი ყოველდღიური საქმიანობა ბიზნესის როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან წარმატებაზე.

ერთობლივი გადაწყვეტილებები – ჩართეთ თანამშრომლები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გაიზიარეთ მათი აზრი ნებისმიერ საკითხზე, მაგალითად, როგორ დაგეგმოთ და გაანაწილოთ სამუშაო, გაზარდოთ მომხმარებლის კმაყოფილება და ა.შ.

სწორად გამოიყენეთ თანამშრომლების შესაძლებლობები – მათ ვისაც დიდი პოტენციალი აქვს, დაეხმარეთ ისწავლონ და გამოიმუშაონ ლიდერის თვისებები, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და ა.შ.

დაეხმარეთ თანამშრომლებს – თქვენ, როგორც ხელმძღვანელმა უნდა მოახერხოთ, აღმოაჩინოთ და ხელი შეუშალოთ ნებისმიერ დაბრკოლებას, თუ ბარიერს, რომელიც თქვენს თანამშრომელს ხელს უშლის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში.

ასწავლეთ : მენეჯერებს ლიდერობის „დაბლიდან მაღლა“ სტრატეგია, მოსპეთ მიკრო მენეჯმენტი და შიშის განცდა, მიეცით თანამშრომლებს მეტ ინფორმაციაზე წვდომა.

სპეციალისტების აზრით, სამსახურში, უპასუხისმგებლო ქცევას, მართლა, შეიძლება, ანგარიშვალდებულების კულტურის დანერგვით ებრძოლოთ. როცა თანამშრომლებს სათანადოდ აფასებენ და საკუთარ სამუშაოს ბოლომდე ანდობენ, შედეგი ეფექტურია. თუმცა, მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელობას სურდეს, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში ჩართოს თანამშრომლები და შემდეგ მათი განხორციელება ანდოს.

წყარო: inc.com



განხილვა