in

Boston Dynamics-მა Atlas-ის „რეინკარნინებული“ ვერსია შექმნა

ალბათ, ამას არავინ ელოდა ტექნოლოგიურ სამყაროში, მაგრამ Boston Dynamics-ის ჰუმანოიდი რობოტი Atlas პენსიაზე გავიდა… არადა, თითქოს კომპანია აქტიურად ზრუნავდა კონკრეტულად ამ მოდელის განვითარებაზე, რაშიც პერიოდული განახლებებით თუ ახალი შესაძლებლობების მინიჭებით გვარწმუნებდნენ. თუმცა ამჯერად მას მემკვიდრე ანაცვლებს — ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულ კვლევებსა და მოგროვებულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული; შესაბამისად, უკეთაა აღჭურვილი რეალურ სამყაროზე მორგებული აპლიკაციებისთვის.

Atlas-ის აწ უკვე ძველი მოდელი პარკურისა და მძლეოსნობის უნარებით გამოირჩეოდა, თუმცა ეს ყველაფერი ჰიდრავლიკას ეყრდნობოდა. ახალი რობოტი კი უფრო ეფექტური ელექტრო სისტემით გამოირჩევა — მეტად ძლიერი, მოქნილი და მოხერხებულია, ვიდრე წინამორბედი. მიუხედავად იმისა, რომ რობოტი ბუნდოვან ჰუმანოიდურ ფორმას ინარჩუნებს, ძველი „ატლასისგან“ განსხვავებით, მისი მოძრაობები უფრო ეფექტურია და მეტად ჰგავს ადამიანისას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ამოცანას უკეთ უმკლავდება. თანაც ამ მოდელის თითოეული ნაწილი ცალკეულად მოძრაობს:

მრავალფეროვნების გასაზრდელად, Boston Dynamics ურთიერთშემცვლელი დამჭერების კომპლექტსაც აერთიანებს, რას Atlas-ს საშუალებას აძლევს, მანიპულირების სხვადასხვა საჭიროებას გაუმკლავდეს.

საგულისხმოა, რომ რობოტების მწარმოებელი სხვა ინოვაციურ კომპანიებთანაც თანამშრომლობს სრულყოფილი შედეგების მისაღებად — მათ შორის მთავარ ინვესტორ Hyundai-სთან. „მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში ვაჩვენებთ, რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოს ყველაზე დინამიკურ რობოტს ლაბორატორიაში, ქარხანასა და ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში“, — აცხადებს Boston Dynamics.

პროკრედიტ ბანკსა და კომპანია Bolt-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

AI-ს მიერ შექმნილი ფილმის თრეილერი გამოქვეყნდა!