1
Apr
2019

რობოტი, რომელიც მტვირთავის სამუშაოს ასრულებს

1 Apr 2019

veon
veon


Alta
Alta


რობოტების შექმნის კუთხით ცნობილმა კომპანიამ Boston Dynamics ლოჯისტიკის სფეროში შესასრულებელი სამუშაოს გასამარტივებლად რობოტი გამოუშვა, რომელსაც ფეხების ნაცვლად ბორბლები აქვს.

Handle მობილური რობოტია, ის ავტომატურად ასრულებს მტვირთავის სამუშაოს, ალაგებს ყუთებს ერთმანეთზე, გადააქვს ისინი ერთი ადგილიდან მეორეზე. ამომცნობი სისტემის წყალობით, რობოტს შეუძლია სხვადასხვა შეფუთვის გარჩევა და მათი შესაბამისად დალაგება.

Boston Dynamics-სმა ახალი გამოგონების სადემონსტრაციოდ ვიდეო გადაიღო. ვიდეოში გამოყენებული ყუთები 5 კილოგრამს იწონის, თუმცა, რობოტი გათვლილია 15 კილოგრამამდე ტვირთის გადაადგილებისთვის.

განხილვა