in

Boston Dynamics მფრინავი რობოტების წარმოებას იწყებს

ორიოდ დღის წინ Boston Dynamics-მა, მობილური რობოტიკის გლობალურმა ლიდერმა, Gravity Industries-თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. ეს უკანასკნელი კი ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის (VTOL) საავიაციო სისტემებს, Jet Suit-ებს აწარმოებს. ორი კომპანიის ერთობლივი მუშაობა კი იმას ნიშნავს, რომ ცნობილ ჰუმანოიდ რობოტ ატლასს ფრენის უნარს უვითარებენ. ამ ეტაპზე უკვე საცდელი ფრენები მიმდინარეობს…

როგორც ცნობილია, კომპანიები მფრინავი რობოტიკის საკმაოდ ფართო სპექტრს ითვალისწინებენ — მათ შორისაა ტურბინების ინსპექცია და შეკეთება, ტყის ხანძრების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების გაწევა, ცათამბჯენებზე ფანჯრების წმენდა, მწყობრიდან გამოსული საჰაერო ბურთებიდან ხალხის ჩამოყვანა, თვითმფრინავების მოძრაობის კონტროლი და ა. შ.

„ოთხფეხა და ჰუმანოიდი რობოტების მიმართ გლობალური ინტერესის გამო, საზღვრების გაფართოება და რაღაც ახლის ცდა გადავწყვიტეთ. ვინაიდან მიწაზე სიარული უკვე მეტისმეტად მარტივ მოცემულობად იქცა, ინოვაციას ცისკენ მივმართავთ“, — ამბობს მარკ ტერმანი, Boston Dynamics-ის სტრატეგიის მთავარი ხელმძღვანელი.

ტესტირების საცდელი ეტაპი მფრინავი რობოტის სისწრაფეს განსაზღვრავს. თანაც კვლევისა და განვითარების ფაზის ფარგლებში, ატლასი დაიწყებს მონაწილეობას Gravity-ის ახალ რბოლაში ადამიან სპორტსმენებთან ერთად. კონკურენტები 1500 ცხენის ძალის მქონე Jet Suits-ს გამოიყენებენ.

„სამეცნიერო ფანტასტიკას რეალობად ვაქცევთ. ეს ყველაზე მეტად გვაახლოებს სუპერგმირის კონცეფციასთან“, — აღნიშნა რიჩარდ ბრაუნინგმა, Gravity-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

თიბისი კონცეპტი თანამედროვე ხელოვანის ქეთი კაპანაძის გამოფენას მასპინძლობს

Nasa „მთვარის საათს“ ქმნის