in

Boston Dynamics-ის რობოტების შოუ Queen-ის სიმღერაზე

Boston Dynamics-ის ოთხფეხა რობოტი Spot ინდუსტრიულ ინოვაციად კი გაგვაცნეს, მაგრამ ახლა გართობა მოინდომებს და ისინი პირდაპირ America’s Got Talent-ის სცენაზე აუშვეს — ყვითელმა რობოტებმა Queen-ის Don’t Stop Me Now-ზე სინქრონიზებული შოუ მოაწყვეს. თუმცა 5-დან ერთი რობოტი უცბად მწყობრიდან გამოვიდა…

საბოლოოდ, ეს შეფერხებაც შოუს ნაწილს დაემსგავსა, ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა და Boston Dynamics შემდეგ ტურში გადავიდა. თუმცა ჩვენთვის ეს თუ ვიზუალურად შთამბეჭდავი გამოცდილებაა, Boston Dynamics-ისთვის მომავლის ხედვას წარმოადგენს — Spot საწყობებში, კატასტროფის ზონებსა და სახელოვნებო სივრცეებში განთავსდება, მაგრამ ამერიკის ნიჭიერში გამოსვლა მის ყველაზე მასშტაბურ და მხიარულ დებიუტად დარჩება.

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

პეპსი Share a Coke-ის კამპანიას ჰბაძავს