13
Feb
2020

Boston Dynamics-ის ძაღლისებური რობოტი სამსახურში აიყვანეს

13 Feb 2020

Alta
Alta


Boston Dynamics-ის ძაღლისებური რობოტი Spot რეალურ სამყაროში იმუშავებს. ის სამსახურში გაზისა და ნავთობის კომპანია Aker BP-იმ აიყვანა. რობოტი ნორვეგიის ზღვაში მდებარე ჭაბურღილზე პატრულირებისთვის „დაიქირავეს“. დამსაქმებელი იმედოვნებს, რომ რობოტი ავტონომიურად შეძლებს ბურღებისა და სადენების მუშაობას დააკვირდეს, შეაგროვოს ინფორმაცია სხვადასხვა პარამეტრის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, აცნობოს პერსონალს. მაგალითად, დააფიქსიროს გაზის გაჟონვა და შეატყობინოს საფრთხის შესახებ კომპანიას.

Spot-ის ტესტირება გრძელდება ისეთი უნარების დასახვეწად, რომელიც მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ადგილებში ეფექტურ მუშაობას შეაძლებინებს. ამჯერად, Aker BP ამისთვის AI კომპანია Cognite-თან თანამშრომლობს.

რამდენიმე თვის წინ გიყვებოდით, რომ Spot ლაბორატორიიდან გამოვიდა. მაშინ კომპანიამ გაყიდვები დაიწყო, თუმცა, არა კლასიკური გაგებით გაყიდვები. კომპანიამ ტრადიციული მეთოდის რევერსული ვარიანტი შეიმუშავა, ანუ პროდუქტის ყიდვას შეძლებდა ის, ვინც Boston Dynamics-ის სპეციფიკურ, უსაფრთხოებასა და მყიდველი კომპანიის მიზნებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. როგორც ჩანს, Aker BP პირველი ასეთი კომპანიაა.

განხილვა