19
Apr
2019

Boston Dynamics-ის რობოტები, რომლებსაც სატვირთო ავტომობილი ბუქსირით მიჰყავთ

19 Apr 2019

veon
veon


რობოტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ Boston Dynamics-მა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელშიც რამდენიმე რობოტს სატვირთო ავტომობილი ბუქსირით მიჰყავს. ეს არის SpotMini, ოთხფეხა რობოტი, რომელსაც ხშირად ძაღლსაც უწოდებენ. კომპანიის ინფორმაციით, SpotMini უკვე სერიულ წარმოებაშია და უახლოეს მომავალში, მის გამოყენებას სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად შეძლებთ.

ვიდეოს მიხედვით, ნეიტრალურ სიჩქარეში მყოფი სატვირთო ავტომობილი ბუქსირით მიჰყავს რამდენიმე SpotMini-ს. ამასთან, გზის დახრა 1%-ია.

Boston Dynamics-ის განმარტებით, SpotMini ოთხფეხა რობოტია, რომელიც შეგიქმნით კომფორტს სახლსა თუ სამსახურში. ის 25 კილოს იწონის (კიდურების ჩათვლით, 30 კგ). ის მთლიანად ელექტროა და მისი ელემენტი დატენვიდან 90 წუთის განმავლობაში ძლებს.

განხილვა