in

Boston Dynamics და Toyota ჰუმანოიდი რობოტის შესაქმნელად გაერთიანდნენ

ტოიოტას კვლევითი ინსტიტუტი ახალ და საინტერესო პროექტზე მუშაობს. ის რობოტებს ატრენინგებს, რათა მათ სწრაფად ისწავლონ და შეასრულონ ამოცანები ადამიანისგან დამოუკიდებლად. Boston Dynamics-თან პარტნიორობით, ტოიოტა ე.წ. Atlas humanoid-ისთვის Large Behavior Model ტექნოლოგიას ამუშავებს.

ჰუმანოიდი რობოტი ტექნიკურად საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი. Boston Dynamics ათწლეულზე მეტია მუშაობს ათლეტური და საჭირო უნარებით გაჯერებული ჰიდრავლიკური რობოტის შექმნაზე, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს Tesla, Figure, Agility, Sanctuary-ს და სხვებს. თანაც, ყველაფერი კიდევ წინ არის, რობოტები გააგრძელებენ გაუმჯობესებას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმარისად კარგები არიან ნებისმიერი სასარგებლო სამუშაოს შესასრულებლად.

ერთადერთ პრობლემად პროგრამული უზრუნველყოფა რჩება. კოდმწერთა პოვნა, რომლებიც კონკრეტულ ქცევას შეასწავლიან რობოტს, რთული არ არის, მაგრამ ზოგადი დანიშნულების ჰუმანოიდის შემუშავება, რომელსაც ესმის სამყაროსი და შეუძლია, მოქნილი და ადაპტირებადი გზებით დაუკავშირდეს მას, უზარმაზარი ამოცანაა.

კითხვაზე, თუ როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა, პასუხი, რაღა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტია. თუმცა, როგორც იცით, მისი მომზადებაც არაა იოლი და ეს პროცესი უამრავ მონაცემზე დაყრდნობით ხდება. მაგალითად, ChatGPT, Grok, Llama და Claude კაცობრიობის მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი (ძირითადად დაწერილი) მონაცემების უდიდესი რაოდენობით სარგებლობენ. LLM (Large Language Models) მოდელი იძლევა საშუალებას, რომ ენა მცირე ზომებამდე დავიყვანოთ და გადავამუშაოთ. 

ენობრივი მონაცემებისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლები მონაცემებია ხელმისაწვდომი რობოტებისთვის მოძრაობის საფუძვლების შესასწავლად. მისთვის არსებობს LBM, ანუ Large Behavior Model – გზა რობოტებისთვის, ნელ-ნელა შექმნან ძირითადი მოძრაობები, რომლებსაც სამყაროსთან ურთიერთობისთვის, ასევე, ამოცანის შესასრულებლად გამოიყენებენ. 

Boston Dynamics ოქროს სტანდარტებს აწესებს რობოტიკის კვლევაში. ვარაუდობენ, რომ მისი ჰუმანოიდი გახდება ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და მნიშვნელოვანი მანქანა რობოტიკის ისტორიაში. Atlas, რომლის პრემიერაც სულ რამდენიმე თვის წინ შედგა, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთს ნებისმიერი მიმართულებით ამოძრავებს, რის გამოც მას ტანმოვარჯიშედაც კი მოიხსენიებენ. საბოლოო ჯამში, ჯერ კიდევ გაურკვეველია აპირებს თუ არა Boston Dynamics ამ რობოტის კომერციულ პროდუქტად გაფართოებას.

დაპირება ზოგადი დანიშნულების ჰუმანოიდების შექმნის შესახებ საკმაოდ ამბიციურად ჟღერს და დიდი გამოწვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გზად აუცილებლად იქნება სიურპრიზები. ეს არის მომავლის ისტორია, რომელსაც დღეს რეალურ დროში ვუყურებთ.

„ჩემი მიზანი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა“ – გაიცანით ინდ. მეწარმე და ფოტოგრაფი გიორგი ტორონჯაძე

ვინ არის ტაპუტი? — პირველი სუნამოს შექმნის ამბავი