Boston Dynamics-ის ოთხფეხა რობორტმა უკვე დაგვიმტკიცა თავისი შესაძლებლობები ცეკვაში და სირბილში. ახლა კი, კომპანიამ გადაწყვიტა, Spot-ისთვის რობოტის მკლავიც დაემატებინათ, რომლის დახმარებითაც რობოტი ძაღლი სხვადასხვა ნივთების დაჭერას, აწევას, ტარებასა და სადმე მოთავსებას შეძლებს.
მკლავს შეუძლია, ხელით მართვით ან ნახევრად ავტონომიურად შეასრულოს ფიზიკური სამუშაო ან იმოქმედოს მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ისეთ ადგილებში, როგორიცაა სამშენებლო ობიექტი, მიწისქვეშა მაღარო, ელექტროსადგურები და საზღვაო მასიურ კონსტრუქცია.
გარდა ამისა, კომპანიამ Spot-ის თვითდამუხტვის დოკის მქონე ვერსიის შექმნაზეც იზრუნა, რომელსაც ინტერნეტზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა აქვს და ოპერატორები მის მართვას ვირტუალური მართვის ოთახიდან შეძლებენ.
“ჩვენი მიზანია, Spot გახადოთ ძირითადი პლატფორმა, მობილური მონაცემების შეგროვებისა და მანიპულირებისთვის” – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი, რობერტ ფლეიერი.
ამ ეტაპისტვის რობოტი ძაღლის გაყიდვის პირობები მოწყობილობის საშინაო გამოყენებას კრძალავს, მაგრამ, როგორც Boston Dynamics-ის წარმომადგენლები ამბობენ, აღნიშნული აკრძალვა სამომავლოდ შეიცვლება.