იაპონელი ფლორისტი, აზუმა მაკოტო ყვავილებს მლოცველებს ამსგავსებს. ისინი დაბადების დღეებზე, ქორწილში და სიკვდილის დროსაც კი, ემოციის გამოხატვაში გვეხმარება და მათთან ერთად ვცხოვრობთ.
„როდესაც ყვავილებზე ვმუშაობ, ვატყობ, რომ არასოდეს ვაწყობ მათ ცალი ხელით. მეჩვენება, თითქოს ვლოცულობ, რადგან ყვავილებს ისე ვამაგრებ, თითქოს ჩემს გრძნობებს მათ ვანდობ“, – ამბობს არტისტი.
მაკოტოს ძალიან საინტერესო პროექტები აქვს განხორციელებული: Dries Van Noten-ისთვის გაყინული ყვავილების ბლოკები, კოსმოსში 50 წლის ბონსაის ხის გაგზავნა; ამჟამად კი ის მუშაობს Dior Parfums-თან, ბოტანიკური სკულპტურების სერიაზე.
ამ უკანასკნელის ფარგლებში მაკოტომ შექმნა 8 სკულპტურა, რომელთაგან თითოეული დიორის ბიბლიოთეკის კლასიკური სუნამოებით იყო შთაგონებული.
„La Collection Privée Christian Dior-ის სუნამოები სავსეა ყვავილოვანი სურნელების სილამაზითა და სიმდიდრით, რომლებიც ერთმანეთს კვეთენ და ერთმანეთში ირევიან“, – ამბობს მაკოტო. „მინდოდა ყვავილების ეს სურათები მრავალ ფენად წარმომედგინა”.
შემოქმედებაში ჩანს ფერებისა და ყვავილების ტიპების შესანიშნავი ნაზავი, როგორიცაა მაგალთად ოუდ ვარდის ხის ქანდაკება, ხე შებოლილის ეფექტითა და კრემისფერი ყვავილები მომრგვალებული ფორმებით, რომლებიც ძვირფასი თვლებითაა განათებული.