4 აპრილს City Mall-ში ცნობილი ჩეხური ბრენდის, Botas-ის ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. ბრენდი, რომელიც მეოცე საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში იმდენად პოპულარული იყო, რომ ნებისმიერ სპორტულ ფეხსაცმელს დღემდე ბოტასებად მოვიხსეინებთ, 30-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაბრუნდა საქართველოში და ამ ფაქტთან დაკავშირებით, მომხმარებელს ფასდაკლებებსაც სთავაზობს.
კომპანია Botana 1949 წელს ჩეხეთში, სკუტეჩის რეგიონში შეიქმნა და პროფესიონალი სპორტსმენებისთვის ფეხსაცმლის დასამზადებლად, ადგილობრივი მეწაღეების მრავალწლიან ცოდნას იყენებდა. ამ რაიონში ფეხსაცმლის წარმოების ტრადიციები ჰქონდათ, რაც ადგილობრივ მუზეუმშიც არის დოკუმენტირებული.
კომპანიამ 60-იან წლებში უკვე დაიწყო ბრენდის Botas გლობალურ ბაზარზე გამოტანა. სიტყვა bota ჩეხურად ბათინკს ნიშნავს, ხოლო ბოლოში დამატებული ასო S, ერთი მხრივ, სპორტულს გამოხატავდა, მეორე მხრივ კი, წარმოების ადგილს – სკუტეჩს. მისი ლოგო სამი ვარსკვლავისგან შედგებოდა. ფეხსაცმლის გაყიდვა მალევე დაიწყო და ის ხშირად ეცვათ ცნობილ სპორტსმენებს ოლიმპიადებზე, მსოფლიო ჩემპიონატებსა და მარათონებზე. მათ შორის ხშირად იყვნენ გამარჯვებული სპორტსმენებიც, ამიტომ ბრენდი მალე იქცა პოპულარულად და გახდა საყვარელი ფეხსაცმელი არა მარტო ხელბურთელების, ჰოკეის მოთამაშეებისა და სხვა სპორტსმენების, არამედ რიგითი მომხმარებლებისთვისაც.
მე-20 საუკუნის ბოლომდე „ბოტასის” მილიონობით წყვილი იყიდებოდა ევროპასა და აზიაში. მათ შორის, როგორც უკვე გითხარით, საქართველოშიც, თუმცა 21-ე საუკუნიდან ბრენდმა მიმართულება შეიცვალა და უფრო ექსკლუზიური გახდა.
კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ხარისხისა და ავთენტურობის შენარჩუნების მიზნით, საწარმომ შეწყვიტა მასობრივი წარმოება და ორიენტაცია ტრადიციების შენარჩუნებაზე აიღო. ფეხსაცმელი დღემდე ხელით იკერება, გამოიყენება მხოლოდ ნატურალური და პრემიალური მასალები. იმის გამო, რომ ბოტასი პროფესიონალური სპორტული ფეხსაცმლის გამოცდილებას ეყრდნობა, მისი ყოველდღიური მოხმარების მოდელებიც განსაკუთრებულად კომფორტული და გამძლეა. წარმოება ისევ სკუტეჩშია და კლასიკური მოდელების გარდა, თანამედროვე, ფერად და ხარისხიან ერთეულებსაც გვთავაზობს, რისთვისაც მრავალ დიზაინერულ ჯილდოს იღებს. 2015 წელს კომპანიამ Consumer Superbrand ჯილდოც მოიპოვა ფეხსაცმლის კატეგორიაში. ამ ექსკლუზივით სარგებლობა კი დღეიდან ჩვენც ისევ შეგვიძლია.
[R]