in

ბოთლირებული მინერალური წყლის მოხმარება თბილისში

ბოლო 30 წლის მანძილზე, ბოთლირებული მინერალური წყლის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ სექტორად მიიჩნევა სასმელისა და საკვების ინდუსტრიაში. მსოფლიოში ბოთლირებული მინერალური წყლის მოხმარება ყოველწლიურად 7%-ით იზრდება მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასი საგრძნობლად აღემატება ონკანის წყლის ღირებულებას (C. Ferrier, 2001).

როგორც „ეისითის“ კვლევაში გამოჩნდა, ბოთლირებული წყლის მოხმარება თბილისელთათვისაც საკმაოდ აქტიური ქცევაა – გამოკითხულთა 92% აღნიშნავს, რომ პირადად მოიხმარს ბოთლირებულ მინერალურ წყალს. მამაკაცები უფრო აქტიურად მოიხმარენ მას (96%), ვიდრე ქალები (89%). განსხვავებები დაფიქსირდა ასაკობრივ კატეგორიებშიც – თბილისში ბოთლირებულ მინერალურ წყალს ყველაზე მეტად 18-34 წლის ასაკის მოსახლეობა მოიხმარს (93%).

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოხმარების თვალსაზრისით, გაზირებულ ბოთლირებულ მინერალურ წყალს ბევრად დიდი წილი აქვს (73%), ვიდრე არაგაზირებულს (8%). ხოლო ხუთიდან ერთი თბილისელი ორივე ტიპის მინერალურ წყალს მოიხმარს.

ACT mineraluli 1

„ეისითიმ“ გამოიკვლია თბილისში ბოთლირებული მინერალური წყლის მოხმარების სიხშირეც. როგორც აღმოჩნდა, თბილისელებისთვის დამახასიათებელი ტიპიური ქცევა – მინერალური წყლის კვირაში 2-3-ჯერ მოხმარებაა. ყოველთვიური პირადი დანახარჯი კი, რესპონდეტთა განცხადებით, არაგაზირებული წყლის შემთხვევაში აღემატება 11 ლარს, ხოლო გაზირებულის შემთხვევაში – 16 ლარს.

ACT mineraluri 2

ბოთლირებული მინერალური წყლის მიმართ ასეთი ინტერესის პარალელურად საინტერესოა, სად იძენს თბილისელი მომხმარებელი ამ პროდუქტს. როგორც კვლევაში გამოვლინდა, მცირე სასურსათო მაღაზია/მარკეტი სწორედ ის ადგილია, რომელსაც თბილისელები ბოლო ერთი თვის მანძილზე ყველაზე აქტიურად სტუმრობენ წყლის შეძენის მიზნით. შემდეგი ყველაზე პოპულარული შეძენის ადგილი ქსელური სუპერმარკეტები და ჰიპერმარკეტებია.

ACT mineraluri 3

გამოკითხვა ჩატარდა 405 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2014 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

გამოკითხვა ჩატარდა ექსკლუზიურად ინტერნეტ ჟურნალისთვის „მარკეტერი“. მესამე პირის მიერ აღნიშნული გამიკითხვის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში ამის აღნიშვნა სავალდებულოა.

თოვლის ბაბუ ქალაქშია! უნდა ნახო, რომ დაიჯერო! Aray-ს საახალწლო რეკლამა [EXCLUSIVE]

როგორ დასრულდა Offline-ის და Online-ის მეზობლობა,Silk LTE 4G-ს ახალი რეკლამა [EXCLUSIVE]