როგორც ჩანს, ინსტალაციები აქტუალობას არ კარგავს, ჯერ ფულის გროვა შემოგვთავაზეს, ახლა კი Bottega Veneta გვაცნობს ინტერაქციულ ინსტალაციას A Poetic Conversation-ის სახელით. ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მრავალი ჯილდოს მფლობელი პოეტის იუ სიუჰუას რამდენიმე ათასი წიგნით Bottega Veneta-ს შანხაის ერთ-ერთ ქუჩაზე წერს და მსურველებს წიგნის თითო ეგზემპლარის სახლში უფასოდ წაღებას სთავაზობს.
რაღა თქმა უნდა, Staggering World-ის თითოეული წიგნის აღებისას წარწერა ქრება და სწორედ ეს წარმოადგენს ბრენდის მიზანსაც. გვეუბნებიან, რომ ასე მკითხველს პოეზიასთან მარტო ტოვებენ, ხოლო ეს უკანასკნელი ბრენდისთვის თვითგამოხატვის თავისუფლების საშუალებას იძლევა და ინტერპრეტაციების, რომლებიც მათსავე დიზაინის ფილოსოფიას ესადაგება.
პოეტიც სწორედ მსგავსი კრიტერიუმების მიხედვით აარჩიეს. როგორც ვიგებთ, იუ 1976 წელს ცერებრალური დამბლით დაიბადა, ლექსებშიც ეს ფიზიკური და ემოციური გამოწვევებია ასახული. სიყვარულზე, თავისუფლებასა და რომანტიკაზე საუბრობს და სურს, ჩინეთში შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ არსებული მოსაზრებები შეცვალოს. იუ Bottega Veneta-სთვის თვითგამოხატვის ძლიერი მაგალითია, რაც ბრენდის ღირებულებებსა და ეთოსსაც ესადაგება. დაარსების დღიდან ცდილობს, მისი პროდუქტის თითოეულ მფლობელს მოუწოდოს ვინც უნდათ, სწორედ ისინი იყვნენ. ამ ეთოსს კი ხელშესახებს სწორედ A Poetic Conversation ხდის.
კამპანიაზე LePub-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.