in

Bottega Veneta-მ ჩინეთის დიდ კედელზე მწვანე გიგანტური ინსტალაცია განათავსა

ჩინეთის დიდი კედელი იტალიური მოდის სახლის Bottega Veneta-ს მწვანე ფერია. მოდის სახლმა ისტორიული ღირსშესანიშნაობა, ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად, გამოიყენა და კედელზე ბედნიერი ახალი წელი დააწერა.

Bottega-მ ბრენდის მწვანეს გარდა, ფორთოხლის ფერიც გამოიყენა. ამ ფერის დამატებით, მოდის სახლმა ბრენდის კონცეფციასაც გაუსვა ხაზი, რომ ხილი სიმდიდრის სიმბოლოა და ჩვეულებრივ დღესასწაულებზე მიირთმევენ.

ბრენდმა მასიური კამპანიის ფარგლებში, შანჰაის უღელტეხილის განახლებისა და მოვლისთვის შემოწირულობა გაიღო.

დიდი კედლის აღება, გარერეკლამირების უახლესი აქტივობა იყო, მას შემდეგ, რაც Bottega-მ მუშაობის ტრადიციული ფორმა აირჩია. კომპანიას აღარ აქვს სოციალური მედიის გვერდები, რადგან კრეატიული დირექტორის დანიელ ლის ანტიციფრული დამოკიდებულებების ერთგულია.

კაცობრიობის მსვლელობა ცივი გონებიდან სენტიმენტებამდე და კოლექტივიდან ინდივიდამდე

ნახეთ: სუნის საზომი მოწყობილობა, რომელიც დიდ რადიუსზე მუშაობს