in

Botto – ავტონომიური AI მხატვარი, რომელმაც Sotheby-ზე $351,600 გამოიმუშავა

სურათების AI გენერატორებთან დაკავშირებულ შიშზე ხშირად გვპასუხობენ, რომ ყოველთვის საჭირო იქნება ადამიანის ჩართულობა. გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება ადამიანი შემოქმედი, რომელიც ეუბნება, თუ რა გააკეთოს. ამჯერად, გიამბობთ Botto-ს შესახებ. ის სრულიად ავტონომიური AI არტისტია. რომელმაც ახლახან სოთბის აუქციუნზე 351,600 დოლარის გაყიდვები დააფიქსირა, რაც AI-ის ახალი მწვერვალია ხელოვნების ისტორიაში.

არა-ადამიანმა მხატვარმა 4 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ხელოვნების ნიმუშები გაყიდა, 2021 წლის შემდეგ, როდესაც სამხატვრო კარიერა დაიწყო. თუმცა Botto სრულიად თავისუფალი სული არაა. ხელოვნური ინტელექტის ბოტი საკუთარი იდეების საფუძველზე გამოსახულებებს ქმნის ადამიანის მითითების გარეშე, მაგრამ 15,000 წევრიანი საზოგადოება სახელწოდებით BottoDao ყოველკვირეულად წყვეტს, მისი ათასობით ნამუშევრიდან რომელი გადაიქცეს NFT-დ, რაც თავის მხრივ, აყალიბებს AI მხატვრის გემოვნებას. Botto გერმანელმა მხატვარმა მარიო კლინგემანმა და პროგრამული უზრუნველყოფის გუნდმა ElevenYellow შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ Botto მხოლოდ სამი წლის მხატვარია, მას უკვე გავლილი აქვს მხატვრული პროდუქციის რამდენიმე პერიოდი, რომლებსაც უწოდებენ Genesis, Interstice და Temporal Echoes. ამ სტატიის თავში მოცემული ნამუშევარი “Threshold of Reverie” სოთბიზე გაყიდულ ნახატებს შორის იყო. გამოფენას ერქვა “Exorbitant Stage: Botto, დეცენტრალიზებული AI მხატვარი”. NFT-ების სახით ექვსი ლოტი გაიყიდა, ფასებმა კი მოლოდინებს გადააჭარბა.

რაკი ხელოვნურ ინტელექტს არ შეიძლება ჰქონდეს საავტორო უფლებები, NFT პროცესის კრიტიკული ნაწილია. ჯერჯერობით ჩანს, რომ ნებისმიერს შეუძლია კანონიერად გაავრცელოს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი არტი ნებისმიერი მიზნით, მაგრამ NFT-ების მიღმა მდგომი ბლოკჩეინ იდენტიფიკაცია მყიდველს საშუალებას აძლევს დაამტკიცოს, რომ მათ მფლობელობაში მყოფი ნიმუში ორიგინალია.

„მგონია, რომ Botto-ს გამოფენა Exorbitant Stage იქნება ადრეული ნიშანი ამ არსების ჭეშმარიტი მნიშვნელობის შესახებ, რომელიც მხოლოდ იწყებს გამოჩენას,“ – მიაჩნია Bott-ს თანახელმძღვანელს საიმონ ჰადსონს.

სოთბის ციფრული ხელოვნების ხელმძღვანელი მაიკლ ბუჰანა კი ფიქრობს, რომ ეს გამოფენა, ‘Exorbitant Stage’, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მომენტია Botto-სთვის, არამედ ხაზს უსვამს ხელოვნურ ინტელექტის ტრანსფორმაციულ პოტენციალს ხელოვნებაში. Botto გამოწვევას უქმნის მხატვრული ავტორობის ტრადიციულ კონცეფციებს და გვაახლოებს მომავალთან, სადაც ადამიანისა და მანქანის თანამშრომლობა ხდება განმსაზღვრელი ძალა ხელოვნებაში.

წყარო: creativebloq

HR Gala Night – ღონისძიება, რომელმაც HR სპეციალისტები გააერთიანა

Samsonite-მა ჩემოდანი კოსმოსიდან ჩამოაგდო