in

„ბუშონი” – ღვინის, როგორც ურთიერთობისა და კულტურის დამკვიდრების ბრენდი

ღვინოს უამრავი სახელი აქვს და მსოფლიოში მრავალი ქვეყანაა გამორჩეული მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით და, რაც მთავარია, ღვინის, როგორც კულტურული იდეოლოგიის შექმნით. მათ შორის არის ცნობილი გასტრონომიული ქვეყნები: საფრანგეთი, იტალია და სხვები. არსებობს მოსაზრება, რომ ბრენდული, უცხოური ღვინო გაცილებით ძვირი და არახელმისაწვდომია, თუმცა ამ სტატიაში ვეცდებით, ეს სტერეოტიპი დავამსხვრიოთ.

ჩვენი სტუმარი არჩილ კობაურია, კომპანია „ბუშონის“ დამფუძნებელი, რომელიც ღვინის მოყვარულებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს და ვაკეში, ფალიაშვილის 60 ნომერში ახვედრებს სივრცეს, სადაც პიცისა და ღვინის მოყვარულები ერთმანეთს ხვდებიან, მყუდრო გარემოში გეგმავენ თავიანთ შეხვედრებს და სასიამოვნოდ ურთიერთობენ. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  „ბუშონისთვის” ურთიერთობები და კომუნიკაცია უმთავრესია. გუნდი მუდამ იმის ცდაშია, ბუშონში მისულ სტუმარს პატივისცემა, სითბო და მაღალი დონის მომსახურება დაანახოს.

ჩანაფიქრი, რომ მთავარი ურთიერთობებია, „ბუშონში“ ფეხის შედგმისთანავე იგრძნობა. ადგილზე მისული პირი  ხვდება, რომ  მას პატივს სცემენ და უსმენენ.  გრძნობს, რომ „ბუშონის“ ოჯახში, სადაც დამფუძნებლები და პერსონალი ერთმანეთის თანასწორები არიან, მის ყველა სურვილს გაითვალისწინებენ, სათანადო რჩევებს მისცემენ და შესაბამისადაც მოემსახურებიან. 

რაც მთავარია, აქ ადგილს საქმიანი შეხვედრისთვისაც იპოვი, კორპორაციულ წვეულებასაც მოაწყობ და ჭიქა ღვინოზე მონატრებულ მეგობრებთან დროის გატარებასაც სიამოვნებით დაგეგმავ”, – არჩილ კობაური.

M: „ბუშონის” შექმნის იდეაზე რომ გვესაუბროთ…

აქ სამი ოჯახის ისტორიაა, რომელიც ერთ დიდ ოჯახად მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ერთობლივი ბიზნეს იდეა გაგვიჩნდა. ერთმანეთი რაგბიზე გავიცანით. სამივე ამ სპორტით ვიყავით გატაცებულები. შემდეგ მე საფრანგეთში წავედი და იქ გავაგრძელე მოღვაწეობა. პანდემიის დროს დავით გოგოძემ, რომელსაც კულინარობაზე პრეტენზია არასდროს ჰქონია, პიცის ცხობა დაიწყო – შვილების გახალისება გადაწყვიტა. მეგობრებმა მისი ნახელავი რომ დააგემოვნეს, აღფრთოვანდნენ. მაშინ გაჩნდა პიცერიის გაკეთების იდეა. ამასობაში, ჩემს მომავალ პარტნიორებს  ჩემი ჩანაფიქრიც გავუზიარე. პიცა და ღვინო რომ ერთმანეთს ძალიან ეხამებოდა, ეს ყველამ ვიცოდით. საბოლოოდ კი ერთობლივი ბიზნესის აწყობა გადავწყვიტეთ. რაგბის წესები, რომლებიც სამივე ჩვენგანს კარგად ჰქონდა გათავისებული, საკუთარ საქმეში გადმოვიტანეთ. შედეგად ძალიან საინტერესო, თბილი, მომხმარებელზე სრულად ორიენტირებული, მაღალი კორპორაციული კულტურის მქონე ოჯახური სივრცე მივიღეთ.

ამ ეტაპზე „ბუშონი“ 7 ქვეყნის 150-მდე დასახელების ღვინოს, ცქრიალა ღვინოს, ლიქიორს და შამპანურს ითვლის, იქნება ეს ფრანგული, იტალიური, არგენტინული და სხვა. პარალელურად, მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს. არჩილ კობაური ღვინის სელექციისას  არა მარტო მწარმოებელს, არამედ წარმოების პროცესსაც ეცნობა. ამიტომ ზუსტად იცის, ვის რას სთავაზობს  და რატომ. განსაკუთრებულად ეკიდება მსოფლიო ღვინოების ქართულ რესტორნებში შეტანის საკითხსაც. ჯერ დაწესებულების კონცეფციას სწავლობს, შემდეგ საკვების მენიუსა და მომსახურების კულტურას ეცნობა. საბოლოოდ, კლიენტს მისივე კონცეპტზე მორგებულ ღვინის „კარტას“ სთავაზობს და მათზე მორგებული წინადადებებითა და კონკრეტული რჩევებით მიმართავს. 

ღვინო მხოლოდ იმიტომ კი არ შემოგვაქვს, რომ ბრენდული და მოთხოვნადია ან ბოთლი მოგვწონს, მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, ვეცნობით მწარმოებელს. ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ვინ აკეთებს, რისგან და როგორ. ამიტომ ჩვენ მიერ შემოტანილი ნებისმიერი ღვინო მაღალი ხარისხით და ამავდროულად, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა. 

დღეს თბილისში ბევრი რესტორანია, რომელიც ნდობას გვიცხადებს.  თითოეულ  პარტნიორთან თანამშრომლობას  მას შემდეგ ვიწყებთ, რაც მივხვდებით, რომ რაღაც მისეულის შეთავაზება შეგვიძლია.  ჩვენ  მიერ შეთავაზებული ღვინოები ყოველთვის შეხამებულია კლიენტის კერძების მენიუსთან, ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ ღვინის მენიუ (კარტა) კომერციულად გამართული იყოს. კომპანიის ერთ-ერთი ძლიერი მხარე გამართული ლოგისტიკური ორგანიზებაა, რაც მოიცავს ორ ლოგისტიკურ ჰაბს.  ერთი მდებარეობს სამხრეთ საფრანგეთში და მეორე – თბილისში,  ერთი სიტყვით, ჩვენ ღვინის გაყიდვა იმდენად არ გვაინტერესებს, რამდენადაც გამოცდილებისა და ფილოსოფიის გაზიარება, როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში. პარტნიორებად ვეძებთ მეგობრებს და არა კლიენტებს.  თუ მსოფლიო ღვინო საქართველოში შემოგვაქვს, ქართული – საფრანგეთში გაგვაქვს.  მეკითხებიან, რატომ და მე ვპასუხობ, რომ მთელი ცხოვრება სპორტში ვარ და სადაც არ უნდა წავიდე, რა საქმიანობითაც არ უნდა დავკავდე, ფაქტი ერთია – მე ჩემი ქვეყნის ელჩი ვარ. 

ამიტომ დღეს შემიძლია თამამად ვთქვა – ჩვენ არ ვართ ღვინის ბოთლის გამყიდველები, ჩვენ ვართ ღვინის დეველოპერები, რომელთაც შორს მიმავალი და საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ“, – არჩილ კობაური.

კონკურენტუნარიანი ფასებისა და ხარისხის მქონე ღვინის იმპორტ-ექსპორტის, გემრიელი კერძების შეთავაზებისა და მომხმარებლებთან განსაკუთრებული დამოკიდებულების გარდა, „ბუშონი“ ახალგაზრდებზე ზრუნვით, პატრიოტიზმით და სიახლეებისადმი სწრაფვითაც გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არსებობის სულ რაღაც ერთ წელს ითვლის, მას მომხმარებლებისა და პარტნიორების მაღალი ნდობის მოპოვება არ გასჭირვებია. 

„რაც შეეხება მომხმარებელთა  ნდობას, ვფიქრობ, როგორც თვითონ გრძნობ თავს, ისე აგრძნობინებ თავს მომხმარებელსაც. ემოციები გადამდებია. უნდა აღინიშნოს, რომ მეც ისეთივე სიამოვნებას ვიღებ ჩვენივე ღვინის ბარში ვიზიტისას, როგორც ყველა ის  მომხმარებელი, რომელსაც ვემსახურებით. 

როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, დიდ დროს „ბუშონში“ ვატარებ, დეგუსტაციებს ვაწყობ, ხალხს ვესაუბრები, თუ საჭიროა, ვემსახურები კიდეც. 

ღვინო არის ურთიერთობა, ემოცია, ჩვენ ვაერთიანებთ ყველანაირ დადებით ემოციას და ვუზიარებთ სტუმარს. ძალიან გვინდა, რომ ეს მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიგოს, ვცდილობთ, ასორტიმენტი შევავსოთ ისე, რომ აქ ყველა ტიპის მომხმარებელმა  თავი იგრძნოს მაქსიმალურად კომფორტულად – იქნება ეს მომსახურება, სნექები, ღვინის გემო, ხარისხი თუ ფასი. ჩვენ ვამსხვრევთ სტერეოტიპს, რომ მსოფლიო ღვინო აუცილებლად ძვირადღირებული სიამოვნებაა. ჩვენ ვამბობთ – მობრძანდით ფალიაშვილის 60 ნომერში და დააგემოვნეთ ხარისხიანი ღვინო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მისაღებ ფასსა  და სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ სივრცეში”, –  არჩილ კობაური.

[R]

როგორ შევქმნათ ეფექტური სლოგანი?

ახალი კამპანია პასუხობს კითხვას: რა არის Snapchat?