5
Nov
2019

შეზღუდვა, როგორც საუკეთესო კრეატიული გამოსავლის წყარო

5 Nov 2019

ლანდშაფტის დიზაინერებმა მარტივი კვლევა ჩაატარეს, რა გავლენას ახდენს სათამაშო მოედანზე ღობის არსებობა პრესკოლამდელი ბავშვების თავდაჯერებულობასა და სამყაროს შემეცნებაზე.

pasha-statiebi
pasha-statiebi

აღმოჩნდა, რომ სათამაშო მოედანზე, სადაც ღობე არ იყო, ბავშვები, უფრო მეტად, მიდრეკილნი იყვნენ, სივრცე იმ კუთხით აღექვათ, რა კუთხითაც მასწავლებელი უყურებდა მას… იმ დროს, როცა ღობიან სათამაშო მოედანზე, საკუთარ თავს უფრო მეტ თავისუფლებას აძლევდნენ და შესაბამისად, უფრო თამამები იყვნენ, მოედანზე მათთვის საინტერესო ადგილები აღმოეჩინათ.

მკვლევარებმა შეაჯამეს, რომ საზღვარი, ამ შემთხვევაში, ღობე, ბავშვებისთვის უფრო მეტის აღმოჩენის შესაძლებლობად იქცა.

ბევრ ორგანიზაციაში, ბრეინშტორმინგი აღიქმება, როგორც ახალი იდეის წარმოშობის უნიკალური გზა, როცა ტვინს ფიქრისკენ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მომართავ. ასე ძალიან კარგი იდეის მოფიქრება შეიძლება, თუმცა, რამდენად სასარგებლო იქნება ის ბიზნესისთვის, უფრო კი, რამდენად იმუშავებს ის მომხმარებლების სასარგებლოდ?

რას ვგულისხმობთ, რომ განვმარტოთ – გარკვეული შეზღუდვები შემოქმედებითობას ზრდის. მოკლედ, ტვინი უფრო სასარგებლო იდეებს გვაწვდის მაშინ, როცა ვთქვათ, პრობლემა განსაზღვრულია და კონტექსტის შესაბამისად, მაგალითად, მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე, გვიწევს ფიქრი.

მაგალითად, შეზღუდული დრო, კომუნიკაციის შესაძლებლობის ასეთივე დრო, ეკრანის ზომა და ა.შ. პოზიტიური შეზღუდვებია იმ კუთხით, რომ ჩვენი მომსახურება ზუსტად მოვარგოთ აუდიტორიის ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს.

იმის ნაცვლად, რომ გუნდის წევრები წავახალისოთ „ყუთის გარეთ“ ფიქრისკენ, პირიქით, რჩევა ასეთია, რომ ყუთის შიგნით, ღრმად ჩავიდეთ, ვეძებოთ, რა აწუხებთ მომხმარებლებს და სწორედ ეს პრობლემები ვაქციოთ კრეატიული გამოსავლის წყაროდ.

შედეგად, შექმნათ სათამაშო მოედანი, სადაც მომხმარებლები აღმოჩენების გასაკეთებლად თავს კომფორტულად იგრძნობენ.

წყარო: Medium



განხილვა