in

საშინლად უხერხული შობა, ანუ გულწრფელობა შეუფერებელ დროს

Bouygues Telecom-მა, როგორც ყოველთვის, ახლაც მშვენიერი საშობაო რეკლამა შემოგვთავაზა.

სიუჟეტი მოგვითხრობს იმ უხერხულ ამბავზე, სადაც ვიდეორგოლის მთავარ გმირს ვიდეოზარის გამორთვა ავიწყდება და მის აზრს ოჯახის თითოეულ წევრზე თავად ოჯახის წევრებს ასმენინებს.

„კინაღამ დამავიწყდა ხამანწკები“, – ამ წინადადებით ჯდება ერთ-ერთი პერსონაჟი მანქანაში, რასაც შემდეგ მასპინძელთან ზარი მოჰყვება იმის საცნობად, რომ სტუმრები უკვე გზაში არიან. საუბარს დაასრულებენ რა, ერთმანეთს დაემშვიდობებიან, თუმცა როგორც აღომჩნდება, ზარის ადრესატს, მისი გამორთვა ავიწყდება და იწყებს მეუღლესთან მოყოლას:

„ეს ჩემი და იყო. ნახავ, ის ძალიან ლამაზია. რაც შეეხება მის ქმარს, პატრიკს, ისინი ერმანეთთან ვერასდროს თანხმდებიან. ასევე, მოდის დეიდა ბენე, რომელსაც 1987 წლიდან, ვარცხნილობა არ შეუცვლია. და აი, ნახე, ისევ იმავე წიგნს შეომთავაზებს, მაგალითად, „1001 რაღაც“. ჩემი ბიძაშვილც მოვა ხამანწკებით. კი, ეს დიდებულია. მაგრამ როგორც ყოველთვის, სულ თვითონ შეჭამს. კიდევ არის არტური. გეიმერი. ამიტომაც მისთვის სათამაშო კონსოლი ვიყიდე (აქ არტურს უხარია და იმიტომაც აფარებს მამა პირზე ხელს). იმედი მაქვს, პოლიც მოდის, იმდენად გარეუბანში ცხოვრობს, იმედი მაქვს, მისი წამოყვანა არ დაავიწყდათ. საწყალი. და დედაჩემი, რომელიც ადამიანებს ყოველთვის სტიკერებს აკრავს. და მამაჩემი – ჯო დასენის დიდი ფანი“.

ნათესავები დანიშნულების ადგილზე მივლენ, ერთმანეთს თბილად შეხვდებიან და ამ დროს, მასპინძლის ბიძაშვილი ამბობს:

„ხამანწკები მომქონდა, მაგრამ შევჭამე უკვე გზაში“.

მერე Bouygues Telecom-ის მიმდინარე შეთავაზება

და დასასრული:

-პოლ, შენ აქ ხარ?
-კი, წელს ფეხით მომიწია მოსვლა.

ვინ არის კივი და რა სიახლეებია Kiwipost.ge-ში?

პროფესიული ზრდა და დივერსიფიკაციის შანსი