მუსიკას უდიდესი ძალა რომ აქვს, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ისედაც ყველა ვგრძნობთ, ვხვდებით… შესაბამისად, მას ძალიან ხშირად მიმართავენ როგორც ფსიქოლოგიაში, ისე მარკეტინგში — ეს ორი კი ერთმანეთისგან განუყოფელ სფეროებად ჩამოყალიბდა, ვინაიდან ორივე ადამიანის ირგვლივ ტრიალებს. სწორედ მუსიკის მეშვეობით შექმნა კვებეკის სიმფონიურმა ორკესტრმა ემოციური კამპანია, როგორც იმედის ნაპერწკალი.
კრეატიულ სააგენტო LG2-თან თანამშრომლობით, შეიქმნა ვიდეორგოლი, რომლის სიუჟეტიც ერთი ქალის ისტორიას მიყვება. ეს არის ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაავადებასთან ბრძოლის მაგალითი სხვებისთვის იმედად იქცეს — კერძოდ, ქალის თმებისგან, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიული პრეპარატებისგან გასცვივდა, ვიოლინოს ხემი დაამზადეს. სწორედ ამ ხემით შეასრულა მუსიკოსმა ემოციური მელოდია, ასობით მაყურებლის წინაშე…
პაციენტებისთვის, რომლებიც აღნიშნულ დაავადებას ებრძვიან, ეს ემოციურად დატვირთული ვიდეორგოლია. „იმედის ხემი“ მიზნად ისახავს, დანაკლისი გამბედაობისა და სიძლიერის ინსტრუმენტად გარდაქმნას.
ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს.