in

McLaren-მა პრემიუმ კლასის ყურსასმენი გამოუშვა

McLaren-ზე პირველი კი საოცარი ძრავა და სინათლის სისწრაფის მქონე მანქანები გვახსენდება, მაგრამ ახლა ბრენდი ყურსასმენებსაც გვთავაზობს. Bowers & Wilkins Pi8 McLaren Edition საოცარი კოლაბორაციის მომსწრეს გვხდის. მაკლარენზე, ალბათ, არც არაფრის თქმაა საჭირო, Bowers & Wilkins-ზე კი იმას გეტყვით, რომ ხმის მიწოდების საოცარი ტექნოლოგიით აქვს რეპუტაცია მოპოვებული…

პირველი, რაც Pi8 McLaren Edition-ის ყურსასმენებში მოგხიბლავთ, მისი ვიზუალია. მუქი ნაცრისფერია პაპაიასფერი შიგთავსით, რითაც თითქოს მაკლარენის რბოლის გამოცდილებაზეც მიგვითითებს. იმგვარი დიზაინის ენა აქვთ არჩეული, რომ ინჟინერიის სიზუსტესა და სიჩქარეზე თავად გვესაუბრება. ერგონომიული ფორმისაა და იმისთვისაა შექმნილი, რომ დიდი ხნის მანძილზე კომფორტულად გამოიყენოთ. 

გარდა ვიზუალისა, ხმის ჩახშობის ტექნოლოგიით გამოირჩევა და ავტომატურად ესადაგება გარემოს, რომელშიც იმყოფებით, იქნება ეს მეტრო თუ კაფე. ამ მიზნით სამი მიკროფონი აქვს და სატელეფონო ზარებსაც საოცარი სიზუსტით მოგაწვდით.

რაც შეეხება ბატარეის ხანგრძლივობას, 6.5 საათის მანძილზე მუშაობს. თუმცა პროცესში დამტენი ქეისი და USB-C პორტიც შეგიძლიათ, გამოიყენოთ. ამ ეტაპისთვის ფასი 449 ევროა.

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

„ეს AI საშინელებაა“ — სასაცილო რეკლამა