in

ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის შესახებ უნდა იცოდეთ

ბრენდებს დიდი ძალა აქვთ, იმდენად დიდი, რომ საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მოტანაც შეუძლიათ. ამას საქართველოს ბანკიც კარგად იაზრებს, ამიტომაც ახლა, ლივინგსტონთან ერთად, ბუნების საკუთრების დაბრუნება გადაწყვიტა. და რა საკუთრებაზეა საუბარი? მოდით, ამ კითხვას კითხვითვე ვუპასუხოთ: რამდენი კომპანიის ლოგო გინახავთ, რომელიც მთავარ სიმბოლოდ ფრინველს ან ცხოველს იყენებს? რადგან საავტორო უფლებების დაცვისთვის სხვა შემთხვევაში თანხის გადახდა გახდებოდა საჭირო…

ახლა კი სწორედ ამ ბუნების საკუთრების დაბრუნების დრო დადგა — ამიტომაც კომპანიებს ბუნების სახელით ინვოისები გაუგზავნეს და ბუნების საკუთრების ლოგოში გამოყენებისთვის სიმბოლური „გადასახადის“ შესახებ შეატყობინეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი ბუნების დაცვასა და გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებაზე ზრუნვაში შემოიერთეს. 

უფრო დეტალურად ამ კამპანიის შესახებ თავად საქართველოს ბანკისგან მოვისმინოთ.

M: საქართველოს ბანკის ლოგოში ლომი მრავალი წელია ფიგურირებს. როგორ გაჩნდა იდეა, ეს სიმბოლო გამხდარიყო ახალი კამპანიის ინსპირაცია?

საქართველოს ბანკისთვის მდგრადობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამის მნიშვნელოვან ნაწილს გარემოს დაცვა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მრავალი წელია, ამ მიმართულებით ინიციატივებს ვახორციელებთ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ 15 წელზე მეტია, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) ვთანამშრომლობთ და დაცულ ტერიტორიებს ვუჭერთ მხარს. თუმცა, ჩვენი მხრიდან ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენი გუნდის მიზანია, გავზარდოთ ცნობიერება გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან გვჯერა, რომ ეს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფეხურია.

შესაბამისად, ბუნების დაცვის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ცნობიერების გასაზრდელად და თითოეული დიდი კომპანიისა თუ ბრენდისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ქმედით ნაბიჯებში გადასათარგმნად, წელს, CNF-თან ერთად, გადავწყვიტეთ ახალი კამპანია განგვეხორციელებინა, მესიჯით — ერთად დავიცვათ ბუნების საკუთარება.

ჩვენი კამპანიის ინსპირაციის წყაროდ კი საქართველოს ბანკის ლოგო — ლომი იქცა, რომელიც 30 წელზე მეტია ჩვენი ბრენდის სიმბოლოა. ამ იდეით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ, ყველა იმ ბრენდისა და კომპანიისთვის, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ, მოგვეწოდებინა, ჩართულიყვნენ ჩვენს კამპანიაში და საკუთარი წვლილი შეეტანათ ბუნების დაცვის პროცესში.

M: რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ პარტნიორი კომპანიები?

კამპანიაში უკვე ჩაერთო 9 ბრენდი, მათ შორის არიან: Georgia Capital, Galt & Taggart, ასკანელი, სარაჯიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), სმარტი, Jagermeister Georgia, Jaguar Georgia, Ford Mustang.

ჩვენ გვახარებს თითოეული კომპანიის მხრიდან გამოთქმული სურვილი და მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში. თითოეული აღნიშნული ბრენდის ლოგოში ვხვდებით ცხოველის ან ფრინველის სიმბოლოს, შესაბამისად, სხვა კომპანიებიც, რომლებთანაც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ზუსტად იმავე კრიტერიუმით შევარჩიეთ. 

როგორც უკვე გითხარით, ბუნებისთვის საკუთრების დაბრუნება საქართველოს ბანკმა კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან ერთად გადაწყვიტა, ამიტომაც ახლა კამპანიას მათი პერსპექტივიდან დაგანახვებთ:

M: მოგვიყევით, როგორ გაჩნდა კამპანიის იდეა?

კამპანიის იდეა დაიბადა დაკვირვებიდან — რამდენად ხშირად ვხვდებით ცხოველების გამოსახულებებს ბრენდების ლოგოებში და რამდენად იშვიათად გვახსენდება, რომ ამ სახეებიდან ბევრი დღეს გადაშენების პირასაა. მათ ჩვენი დახმარება სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

მივედით მიგნებამდე, რომ რეალურად თითოეულ ლოგოზე გამოსახული ცხოველი, ფრინველი თუ ველური სამყაროს სხვა წარმომადგენელი, ბუნებას ეკუთვნის, თუმცა, მათი ლოგოებში გამოყენებისთვის ნებართვა ბუნებისგან არავის აუღია. დღევანდელ სამყაროში, სადაც ცნობილი სახეების გამოყენება ბრენდებს ათასობით თუ მილიონობით უჯდებათ, გვავიწყდება, რომ ცხოველებიც და ფრინველებიც სახეები არიან — ბუნებისთვის ისეთივე ძვირფასი, როგორც ადამიანები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვებრუნებინა ბუნებისთვის ის, რაც მას სამართლიანად ეკუთვნის.

შემოქმედებითი გამოწვევაც სწორედ აქ შეგვხვდა, როგორ გადაგვეთარგმნა ეს ერთგვარი დაკვირვება ისეთ კამპანიად, რომელიც საკითხის სიმწვავეს ყველას გულთან ახლოს მიიტანდა, საზოგადოებისთვისაც ემოციური იქნებოდა და ბრენდებსაც გაუჩენდა სურვილს, საქართველოს ბანკის ინიციატივას შეერთებოდნენ. 

M: რა მთავარი გზავნილის გადაცემა გსურდათ ამ კამპანიით? რა ფორმა მოუძებნეთ სათქმელს და რა საკომუნიკაციო არხები გამოიყენეთ ამისთვის?

ჩვენი მთავარი სათქმელი პასუხისმგებლობის გააზრება იყო. თუკი ბუნების საკუთრების დახმარებით ბრენდებმა შექმნეს იდენტობები და მიაღწიეს წარმატებებს, დღეს, როცა ამ სიმბოლოების უკან მდგარ ნამდვილ არსებებს დახმარება სჭირდებათ, ბრენდებს სამართლიანად მართებთ მათზე მზრუნველობა. იდეის გადმოსაცემად ძალიან მარტივი არხი და სიმბოლური ფორმა მოვძებნეთ — კომპანიებს ბუნების სახელით ინვოისები გავუგზავნეთ, რომლითაც შევატყობინეთ ბუნების საკუთრების ლოგოში გამოყენებისთვის სიმბოლური „გადასახადის“ შესახებ. რაც ყველაზე მთავარია, ეს არ იყო კატეგორიული მოთხოვნა ან ვალდებულება — ეს იყო საქართველოს ბანკისა და თავისი ბრენდის ლოგოს — ლომის მაგალითი. გვჯეროდა, რომ სწორედ ეს გახდებოდა ინსპირაცია სხვა ბრენდებისთვის და ბევრი მათგანი შემოუერთდებოდა ინიციატივას. 

M: და ბოლოს, როგორ ზომავთ ამ კამპანიის კრეატიულ გავლენასა და საზოგადოების ჩართულობას? 

ბრენდებს სასიკეთო ცვლილებების დიდი ძალა აქვთ და საქართველოს ბანკის ეს გაბედული ნაბიჯიც ამის დასტურია. უკვე არაერთი დიდი ქართული თუ რეგიონალური ბრენდი ჩაერთო ინიციატივაში და დაეხმარა კავკასიის ბუნების ფონდს. სწორედ ეს უკუკავშირია ჩვენთვის კამპანიის წარმატების საზომი. ჩვენ კიდევ მრავალი, მაღალი პასუხისმგებლოს მქონე ბრენდის ჩართვის იმედი გვაქვს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ შევქმნათ გამორჩეული პორტფოლიო? — რჩევები ინდუსტრიის ექსპერტებისგან

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმროს, Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა