in

Boxette-ის მარკეტინგს ეკატერინა ებანოიძე უხელმძღვანელებს

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია Boxette-ის გუნდს ეკატერინე ებანოიძე შეუერთდა. ის კომპანიაში მარკეტინგის მიმართულებას უხელმძღვანელებს და ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნებს. ახალ პოზიციაზე გადასვლამდე, ეკატერინე ებანოიძე კრეატიულ სააგენტო Leavingstone-ის ექაუნთ დირექტორი იყო. როგორც თავად აღნიშნავს, მრავალფეროვან ბრიფებთან მუშაობა და დამკვეთების საჭიროებების ცოდნა იქცა საფუძვლად, რომ საკუთარი კომპეტენცია ახლა უკვე ერთი კონკრეტული ბრენდის განვითარებისკენ მიმართოს. ეკატერინეს ახალ როლსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

M: ეკატერინე, წლების განმავლობაში სააგენტოს „მხარეს“ წარმოადგენდი, როგორ გადაინაცვლე „კლიენტის მხარეს“?

სააგენტოდან კლიენტის მხარეს გადასვლა ინდუსტრიის კლასიკაა. თუმცა, მე ამ გადაწყვეტილების მიღებას დიდხანს არ ვჩქარობდი და შეგნებულად ვრჩებოდი სააგენტოში. ახლა კი, სურვილი მაქვს, უშუალოდ მივიღო მონაწილეობა ბრენდის მხარეს მომხმარებლის გამოცდილების შექმნაში. მინდა უფრო მჭიდროდ ვიმუშაო მონაცემებზე (Data), ყოველდღიურ რეჟიმში დავაკვირდე, რა შედეგი მოაქვს ჩემს გადაწყვეტილებებს და ჩართული ვიყო სრულ პროცესში.

ამ ორ მხარეს შორის განსხვავება თვალშისაცემია: სააგენტოში მუშაობა სწრაფი, დინამიკური და ძალიან შემოქმედებითი პროცესია, სადაც სრულიად განსხვავებულ ბრენდებთან და პროდუქტებთან გაქვს შეხება. კლიენტის მხარე კი აბსოლუტურად სხვა გამოცდილებაა – აქ რეალურად ქმნი გრძელვადიან ისტორიას. შენი ყველა გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება შედეგებზე, პროცესებსა და მომხმარებელზე.

M: როგორია შენი ახალი როლი Boxette-ში?

ამ სფეროში მარკეტინგი ძალიან სპეციფიკურია, რადგან მომხმარებლის ქცევა პირდაპირ არის დაკავშირებული ნდობასთან, სისწრაფესა და მომსახურების ხარისხთან. ჩემი როლი Boxette-ში სწორედ ამ ფასეულობების სწორად შეფუთვაა. კომუნიკაციით, შექმნილი გამოცდილებითა და ბრენდის ტონალობით მომხმარებელთან მაქსიმალურად ახლოს უნდა მივიდეთ. ასევე, მნიშვნელოვანია ბაზრის უკეთ გაგება და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება მომხმარებლის ქცევაზე დაყრდნობით.

M: როგორია შენი ხედვა და მოლოდინები ახალ პოზიციაზე?

ჩემი ხედვა მარტივია: Boxette-ს უკვე აქვს მაღალი ხარისხის სერვისი, ახლა კი საჭიროა, ეს ხარისხი მომხმარებელს სათანადოდ დავანახოთ. მოლოდინი მაქვს, რომ ამ როლში შევძლებ ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანო – Boxette მომხმარებელს უნდა სთავაზობდეს არა მხოლოდ კარგ სერვისს, არამედ განსაკუთრებულ გამოცდილებას.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ამბობს თუ არა შეძენილი პროდუქტის ფერი რაიმეს ჩვენს პიროვნებაზე?

ეს საბურავები უსაფრთხო ზამთრის გარანტია: Bridgestone და Michelin – იაპონური სანდოობა და ფრანგული შარმი